კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ნათესავების გამტაცებლების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელის რაიონის პროკურატურამ რუსლან და ვიაჩესლავ ფანცულაიების გატაცების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბაც იყრის კენჭს

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა არჩევნებში კენჭს იყრის. „აბხაზია ინფორმის“ ინფორმაციით, ის საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

ექსკლუზივი
გალელი გოგოს ცხოვრება – ერთი საერთო ისტორია

ქართულ ენასა და ლიტერატურას ართმევდნენ, მაგრამ უფრო გაძლიერებულად სწავლობდა. მიხვდა, ცრუ ისტორიას ასწავლიდნენ და ნამდვილი ისწავლა. სამშობლოს სიყვარულს უკრძალავდნენ და უფრო შეუყვარდა.

"მოულოდნელი დარტყმა" ევროპაზე – მუქარა, თუ რეალური რუსული საფრთხე?!

რუსეთი აკრძალული რაკეტებით იარაღდება და ევროკავშირის ტერიტორიაზე რეგიონული ომისთვის ემზადება. NATO იძულებულია იმოქმედოს, წერენ გერმანული გამოცემები.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

გალის ე.წ.სასამართლომ საოკუპაციო ძალების მეერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გალის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელის მტკიცებით, ენგურის ხიდიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტრაბანდა შეაქვთ

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაის განცხადებით, მიუხედავად მიღებული ზომებისა, გალის რაიონის მცხოვრებლებს დანარჩენი საქართველოდან კონტრაბანდული საქონელი ადმინისტრაციულ საზღვარზე გადააქვთ.

აკრძალული ქართული ენა, დარჩა მამული და სარწმუნოება

გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში მშობლიურ ქართულ ენაზე სწავლება აკრძალულია, მაშინ, როდესაც ეს რაიონი ქართველებით დასახლებული ყველაზე დიდი რაიონია მთელს აფხაზეთში. გალი ხიდია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

სოხუმის ცენტრში სროლა მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრში, "დიდების პარკის" რაიონში, გვიან ღამით 1997 წელს დაბადებული აინარ კვიცინია მოკლეს.

სუს-ში საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავევბის ფაქტს ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახალ ათონში საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ბეგლარ შაქროს ძე წილოსანი დააკავეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში თხილის პლანტაციებს ვერტმფრენებით წამლავენ

ოკუპირებულ გალში თხილის პლანტაციებს ავიაციის დახმარებით, უფასოდ წამლავენ.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურა ექს-ჩინოვნიკს თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს

ცხინვალის ე.წ. მთავარი პროკურატურა ექს-ჩინოვნიკს სერგეი ლიპინს თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

 

აფხაზეთში ავარია მოხდა - ათამდე ადამიანი ჰისპიტალიზირებულია, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები

ოკუპირებულ აფხაზეთში, პიცუნდაში სამარშუტო ტაქსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 9 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები არიან.

რუსული კავშირგაბმულობის ოპერატორი Tele2 აფხაზეთს ტოვებს

რუსული კავშირგაბმულობის ოპერატორმა Tele2 აბონენტებს შეატყობინა, რომ 15 ივლისიდან ისინი სატელეფონო კავშირით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვეღარ ისარგებლებენ.

 

რუსული მედია: როსტოვის პოლიციის ყოფილმა პოლკოვნმა, ძებნილმა ნატალია რაზუმნაიამ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის როსტოვის განყოფილების ყოფილმა პოლკოვნიკმა ნატალია რაზუმნაია სქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. ამის შესახებ რუსული გამოცემა "ვზგლიადი" იტყობინება.

"შევეცდებით, როგორმე გამოვიდეთ იმ არასახარბიელო სიტუაციიდან, რაც 20-21 ივნისის შემდეგ შეიქმნა"

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს გაიმართება. საქართველოს დელეგაცია ყველა იმ თემაზე მწვავედ და მკაფიოდ აპირებს საუბარს, რომელიც წინა რაუნდების დღის წესრიგის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა.

ტამიშის ბრძოლაში დაღუპულები ახალციხეში გაიხსენეს

აფხაზეთის ომის ახალციხელმა მონაწილეებმა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს.

ენგურზე გალიდან კიდევ რამდენიმე აბიტურიენტი გამოატარეს

ენგურის ხიდიდან ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ რამდენიმე აბიტურიენტს წამოსვლის საშუალება მისცეს.

ენგურის ხიდის გადაკვეთა აბიტურიენტების ნაწილმა მოახერხა

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ექვსი აბიტურიენტი აბარებს.

ზურაბ აბაშიძე: ორივე მხარე განწყობილია ბოლო წლებში მიღწეული პოზიტივის შეძლებისდაგვარად შენარჩუნებისთვის

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დღეს კომუნიკაცია შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან.