რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დღეს კომუნიკაცია შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დღეს კომუნიკაცია შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს ენგურის ხიდზე გადასვლა მხოლოდ ცალმხრივად შეუძლიათ. ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, გალში მცხოვრებლები ზუგდიდში მოხვედრას ვეღარ შეძლებენ.
ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან აცხადებს, რომ მუშაობენ, რათა შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოიხნას და მოსახლეობა არ დაზარალდეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინიციატივით ენგურის ხიდზე მიმოსვლის შეზღუდვა მოსახლეობის თავისუფალი გადააგილების უფლების უკანონო შეზღუდვაა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი დბარმა დე ფაქტო პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, რომ "საქართველოში სიტუაციის დარეგულირდებამდე" ე.წ.საზღვარი ჩაიკეტოს.
უკრაინის გენშტაბის ყოფილი სარდალი ვოლოდიმირ ზამანა სოციალურ ქსელში რუსეთ–საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოსთან მიმართებაში კრემლის შესაძლო გეგმებზე საუბრობს.
ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების თეზისი „აფხაზეთის ოკუპაციის“ შესახებ, საფუძველს მოკლებულია.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოს ემუქრება. თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია,- იმუქრება კადიროვი. ის საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის თავმჯდომარე ალექსი პუშკოვი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის მინისტრის, იბრაჰიმ გასეევის „ბრძანებით“, ადგილობრივი „შეიარაღებული ძალების და მმართველობის“ სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო.
პრეზიდენტმა დიდი დანაშაული უწოდა საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ქართულ-ოსური მოსახლეობის დაყოფას:
რუსეთი ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს „რესპუბლიკის“ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მტკიცებულებად განიხილავს.
თვითმხილველებმა გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს , როგორ სცემენ ტურისტებს "ქვის ჩანთის" ხეობაში. ეს ადგილი ტურისტებში განსაკუთრებულად პოპულარულია.
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის რუსეთის ფედერაციამ 5 მილიონი რუბლი გამოყო. ინფორმაციას „ნუჟნაია გაზეტა" ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზურეთის დე ფაქტო ხელისფლება თვლის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ხელს ვერ შეუწყობს მოლაპარაკებების პროცესს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე კატეგორიულად უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ აფხაზურ მხარეს ფაროსანას წინააღამდგეგ ბრძოლისთვის პრეპარატები და აღჭურვილობა გადასცა.
ოკუპირებულ აფხაზეთის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს.