კონფლიქტები

სოხუმში სანათები მოიპარეს

სოხუმის ცენტრში "თავისუფლების პარკიდან" 20 - მდე გრუნტის სანათი და 200 მეტრამდე ელექტროკაბელი მოიპარეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ჩატარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული ე.წ. სამხედრო ბაზის მოტომსროლელებს წვრთნები ჩაუტარდათ.

ცხინვალი ე.წ. საზღვრის კვეთის წესს ამარტივებს

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ.საზღვრის გადაკვეთის წესში ცვლილება შეიტანა.

ოკუპირებულ აფხაზეთში პური გაძვირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში პური გაძვირდა. 

ენგურის ხიდზე ოკუპირებული აფხაზეთიდან 5 სტუდენტი გადმოუშვეს

სტუდენტები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, ოცდღიანი ლოდინის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს ზუგდიდში გადმოვიდნენ. 

ე.წ. უშიშროების სამსახურის წარმომადგელები გალში სტუდენტებს კითხავენ

ოკუპირებულ გალში, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, სადაც სტუდენტები ენგურის ხიდზე გადასვლის ნებართვის თხოვნით მიდიან, „გასაუბრებას“ უტარებენ.  

რატი იონათამიშვილი: „ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო ღირსების საქმე“

საპარლამენტოს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საკუთარ ფეისბუკგვერდზე ეხმიანება.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, შესაძლოა, საოკუპაციო ზოლზე კარანტინის რეჟიმი მოხსნას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ვალერი ბგანბას განცხადებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან შემოღებული კარანტინის რეჟიმი შესაძლოა გადაიხედოს.

გალში საქართველოს ორი მოქალაქე დაკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთის"ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 

ირაკლი სესიაშვილი: კანადა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოკავშირე და მხარდამჭერია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მიერ 2018 წლის 4 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

ოკუპირებულ აფხაზეთში H1N1 ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ე.წ. ღორის გრიპის   შემთხვევები დაფიქსირდა. 

სლოვაკეთი მიუღებლად მიიჩნევს ტურისტულ გამოფენაში ოკუპირებული აფხაზეთის მონაწილეობას

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ITF Slovakiatour”-ში ე.წ. „აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის“ მონაწილეობის შესახებ  განცხადებას ავრცელებს. 

აფხაზეთის ა/რ მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე ჩიკვაიძე თანამდებობიდან გადადგა.

მის ნაცვლად კი აღნიშნულ პოსტს რევაზ ქობალია დაიკავებს.

სუს-ი - ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერი ახლით ჩაანაცვლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს.

ე.წ. ოფიციალური სოხუმი კარაკასის სადარაჯოზე

სოხუმის მარიონეტული რეჟიმი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვაშინგტონი უცხო ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ერევა.

ქეთევან ციხელაშვილი: "საკვებზე წვდომა პრობლემაა... ეს სავალალო მდგომარეობაა"

"მდგომარეობა სავალალოა და ეს მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავს" - ეს განცხადება ქეთევან ციხელაშვილმა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვაზე გააკეთა, რის შედეგადაც აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით გადაადგილება შეზრუდულია.

ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული კრიზისია - აშშ-ს ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებით, საქართველოს ოკუპრიებულ ტერიტორიწებზე ჰუმანიტარული კრიზისია.

მინისტრი: არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვას მიუღებელს და გაუმართლებელს უწოდებს.

ცხინვალი თოვლის და მარვთულხლართების ტყვეობაში - დახლებზე ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტები ამოიწურა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება.

ენგურის ხიდზე დილიდან რიგები იყო

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლები ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის გახსნას დღეს ელოდებოდნენ. ხალხი ხიდთან დილიდან შეიკრიბა, თუმცა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს.