კატეგორიები

ეკონომიკა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში არ შეცვლილა და 2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთთან პოექტის მე-2 ფაზის რეალიზებას იწყებს  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის რესპუბლიკასთან მასშტაბური პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2017 წლის 16 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკი ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტების წახალისებას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 15 აგვისტოს N120/04 ბრძანებით ცვლილებები შევიდა ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ" დებულებაში.

თურქმენული ნავთობის ირანში გადატვირთვა შეწყდა

„Dragon Oil“–მა და „ENOC“–მა თურქმენული ნავთობის ირანში გადატვირთვა შეაჩერეს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3888 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 თეთრი შეადგინა.

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 20.1%-ით გაიზარდა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 290.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 20.1%-ით (20.2 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა" - რატომ ჩამოდიან Coca Cola-ს ოფისიდან ბაზრის შესასწავლად

"არ ვიცი, რა მოხდა ქართულ ბაზარზე, ამას Coca Cola-ს სათავო ოფისიდან ჩამოსული ჯგუფი შეისწავლის", – განუცხადა "კომერსანტს" "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ 2017 წლის შეფასების კომენტირებისას.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2016 წელს 0.1 %-ით გაიზარდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წელს 1565.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.8%-ით ნაკლებია 2016 წლის წინასწარ მონაცემებზე და 0.1%-ით აღემატება 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უძღვებოდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 თეთრი შეადგინა.

ვიცე-პრემიერი ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე წარდგა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანაზე და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მისი ინფორმაციით, ჩინეთი სავაჭრო ბრუნვით რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორია.

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით გაიზარდა

საქსტატის ცნობით, იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5674.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.

მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე უნცია ოქროს ფასი დღევანდელი მონაცემებით, 1284 აშშ დოლარს შეადგინს. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1205,60 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

 

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაიაფდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი 0.35%-ით გაიაფდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 51,72 დოლარი შეადგინა.
 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3902 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3901 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.
 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3901 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.01 თეთრი შეადგინა.