ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

ბოლო წლების განმავლობაში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მუდმივად მზარდია. 2019 წლის ბოლო თვეებში კი,  განსაკუთრებული მატება ფიქსირდება, რაც დიდწილად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

სოსო არჩვაძე: დაძლეულია ახალი რეკორდული მიჯნა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

„დაძლეულია ახალი რეკორდული მიჯნა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის ნოემბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ირაკლი ჩიქოვანი: მიღწეულია შეთანხმება, რომ სუამ-ის ქვეყნებმა შექმნან ერთიანი ეკონომიკური ზონა

"მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება".

TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო ყოველწლიურად 300 მლნ ლარის სარგებელს მიიღებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი: სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან  ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებისათვის. 

ლარი 1.93 თეთრით კიდევ გამყარდა

11 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.93 თეთრი შეადგინა.

 

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.3%-ით გაიზარდა

საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში $151 მლნ-ს (448 მლნ ლარი) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.

ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნატახტარში წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. 

 
ნათია თურნავა: ჩვენ გავაანალიზეთ პრობლემები, რომელთაც მცირე მეწარმეები წიაღით სარგებლობის ნაწილში აწყდებიან და დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმა

„მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მცირე მეწარმეებისთვის პროცედურების გამარტივება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, წიაღით სარგებლობის ლიცენზიატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს წყლის მოპოვების გამარტივებული წესით სარგებლობის ლიცენზიები გადასცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს დღეს მიწისქვეშა მტკნარი წყლით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები გადასცა.

ნათია თურნავა: 2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ

„დღეს აქ შეკრებილი ადამიანები სათითაოდ ხართ მცირე ბიზნესი, მაგრამ მთლიანობაში დიდი დამსაქმებელი სექტორი. რამდენადაც ვიცი, უახლოეს პერიოდში ჯამში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება მხოლოდ თქვენი ბიზნესების ფარგლებში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 50 მცირე მეწარმეს, რომლებსაც მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია გამარტივებული წესით გადაეცათ.

ბიზნესომბუდსმენი FDI-ს ზრდაზე: რეინვესტირების ციფრები ადასტურებს, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს

ეს ციფრები არის  მესიჯი და დადასტურება ბიზნესის მხრიდან იმისა, რომ ბიზნესი ენდობა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატს - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი 2019 წლის მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13%,7-იან ზრდას.

  

მიხეილ დაუშვილი: მიდის კონსტრუქციული მსჯელობა რა ფორმით უნდა ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება, რათა რეგულაცია ბიზნესისთვის დამატებით წნეხად არ იქცეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნერგავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს სპეციფიკური ნარჩენებისთვის.

მიხეილ დაუშვილი: აზარტულ და მომგებიან თამაშობების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტზე პარლამენტს შენიშვნები გავუგზავნეთ

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის შესახებ პარლამენტში დარეგისტირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტს გაუგზავნა.

ბიზნესომბუდსმენი წიაღის სექტორის რეფორმაზე: ლიცენზიების გაცემის პროცედურების გამარტივება ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპს აჩქარებს

"წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურების გამარტივება ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპს აჩქარებს და ბიუროკრატიულ პროცესს ეფექტურს ხდის", - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც სამეწარმეო დანიშნულებით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე ლიცენზიის გაცემის პროცედურა გამარტივდა .

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარა, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

ლარი გამყარდა

10 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.57 თეთრი შეადგინა.
 

ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 5.6%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი $3 051 424 548 შეადგენს.

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით 1,9 მლრდ ლარი დაიხარჯება

"2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 50 მლნ ლარით გაიზარდა

"2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა 50 მლნ ლარით გაიზარდა და 350 მლნ ლარი შეადგინა",-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენს მოქალაქეებს ბიუჯეტიდან პირდაპირი სარგებელი გაეზრდებათ

 "ჩვენს მოქალაქეებს 2020 წელს ბიუჯეტიდან პირდაპირი სარგებელი გაეზრდებათ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენისას განაცხადა.