ეკონომიკა

ლარი გამყარდა

19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4638 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4641 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.03 თეთრი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა

საჯარო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ჰანს ტიმერმა.

იაპონიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის ქალაქ ტოკიოსა და ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.

ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 816.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.2%-ით მეტია.

2017 წელს სასაკლაოების მიერ 8047,3 ტონა ხორცი იყო წარმოებული

საქსტატის ცნობით, 2017 წლის IV კვარტალის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 77,5 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 46,1% - მსხვილფეხა, ხოლო 53,9% - წვრილფეხა. 

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 6,5%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის IV კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
სულადობამ 900.4 ათასი სული შეადგინა. მაჩვენებელი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით არის შემცირებული.

საქართველო მეთევზეობის სექტორის გასაძლიერებლად FAO-ს მხარდაჭერას მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ქარელში მოწყობილ ახალ სასთბურე მეურნეობაში 20 ტონამდე ბოსტნეულის მოყვანა იქნება შესაძლებელი

"ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის" ბენეფიციარმა, გიორგი ტალახაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში სასათბურე მეურნეობა მოაწყო.

უკრაინაში საქართველოს საელჩოში ახალი სატრანსპორტო კორიდორის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საელჩოს მიღებების დარბაზში  აბრეშუმის გზის პროექტის „ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ფარგლებში ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კორიდორების განვითარების განხილვა გაიმართა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4641 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4592 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.49 თეთრი შეადგინა.

ჰოლანდიური გამოცემა: საქართველო ჰოლანდიელ ტურისტთა დიდ ნაკადს უნდა ელოდოს

ჰოლანდიური გამოცემა Adformatie აქვეყნებს სტატიას სათაურით-“ Wie is de Mol-მა საქართველო ტურისტულ რუკაზე წარმოაჩინა.“

დღგ-ს ზედმეტობა, დაახლოებით, 150 კომპანიას დაუბრუნდა

"15 იანვრიდან დღემდე, დაახლოებით 150 კომპანიას უკვე დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თალაკვაძე: ფინანსთა მინისტრის მიერ შეთავაზებული პირობები ბიზნესში ახალ შესაძლებლობებს ქმნის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პირობები, რომელიც მცირე ბიზნესს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შესთავაზა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც უნდა საკუთარი საქმე წამოიწყოს.

ბახტაძე: ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიან რეჟიმს აყალიბებს

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი საგადასახადო ინიციატივა, მცირე მეწარმეებისათვის უპრეცედენტო შეღავათიან რეჟიმს აყალიბებს.

 

ქართული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "საქმის კურსში" ქართულ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის შესახებ ისაუბრა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო. ზრდამ, სავარაუდოდ, 4.8% შეადგინა, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი.

სარა ებოტმა ქართველ მეღვინეებს ინგლისის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით კონსულტაციები გაუწია

ღვინის მაგისტრი დიდი ბრიტანეთიდან სარა ებოტი ქართველ მეღვინეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში შეხვდა და დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, გაყიდვების ახალი სტრატეგია და მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.

Bloomberg-მა თბილისი და გუდაური ევროპის ხუთ საუკეთესო კურორტს შორის დაასახელა

სტატიაში  სათაურით: „ევროპის ხუთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ კულტურას და თან ისრიალოთ თხილამურებით“ „ბლუმბერგი“  პირველ ადგილზე  თბილისსა და გუდაურს ასახელებს.

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება

თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება.

ლარი გაუფასურდა

15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4592 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4480 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 1.12 თეთრი შეადგინა.