ეკონომიკა

გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფონდმა გორის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ზუგდიდის, წალენჯიხის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტები მზადდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დირექტორმა ბრაიან კინდგმა.

კახეთში ყურძენი საწარმოებს 2 000-მა მევენახემ ჩააბარა

12 სექტემბრის მონაცემებით კახეთის რეგიონში 23 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული: 10 700 ტონა რქაწითელი, 7 500 ტონა საფერავი, 2 400 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

OECD – „საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“

„საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე ქვეყანაა“, -ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა განაცხადეს.

კანადაში საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, კანადაში, გამართულ გამოფენაზე Apimondia 2019 ქართველი თაფლის მწარმოებლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოედგინათ და 80-მდე ქვეყნისთვის გაეცნოთ.

ეკონომიკის სამინისტროში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და მისიის წევრებს შეხვდნენ.

ლარის დღევანდელი კურსი

11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9624 ლარი შეადგინა.

„ვფიქრობთ, ამერიკულ ავიაკომპანიებს დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და კომერციულად მომგებიანია“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ში იმყოფება.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.

დავით საგანელიძე: საქართველოს რეგიონებში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისება აქტიურად უნდა გაგრძელდეს

„საპარტნიორო ფონდმა“აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან და სტუდენტებთან ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების შესახებ პრეზენტაციები გამართა.

ლარის კურსი

11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9688 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.64 თეთრი შეადგინა.
 

რადიოქალაქის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

რადიოქალაქის მშენებლობაზე გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი: მევენახეებს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ივნისში განვითარებულმა მოვლენებმა ღვინის კომპანიების მოლოდინები შეცვალა, თუმცა, სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული.

ბათუმი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია (15th  Black Sea Search and Rescue Conference) გაიხსნა.

ლევან დავითაშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-თან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ბრუნვის გაზრდა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის და საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად კახეთში, რთველის დაწყების პროცესს გაეცნო.

ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის „DAMEN“ - ის წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან

მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის „DAMEN“ - ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან.

ნათია თურნავამ ენერგეტიკის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

10 სექტემბერი „ენერგეტიკოსის დღეა“ - ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიულოცა.

ლარის კურსი

10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9688 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9700 ლარი იყო.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2019 წლის 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2019 წლის 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.