კატეგორიები

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს

2017 წლის 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკი საზოგადოებას ყოველთვიურ გამოცემას - „თვის მიმოხილვა" წარუდგენს  

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს საზოგადოებას წარუდგენს გამოცემას  “თვის მიმოხილვა". 

"აფბაში" მიიჩნევენ, რომ მიწების გასხვისება უცხოელებზე იჯარით უნდა განხორციელდეს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებიისთვის საქართველოში მიწის გადაცემის საკითხი დარეგულირდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

30 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4274 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4256 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.18 თეთრი შეადგინა.

ქეთევან ბოჭორიშვილი მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს უხელმძღვანელებს

ქეთევან ბოჭორიშვილი  კომპანია „ანაკლია სითი“-ს გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს და ანაკლიის მდგრადი განვითარების მასშტაბურ პროექტს გაუძღვება.

რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა საქართველოში 2,1% შეადგინა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აპრილში რეალური მშპ-ს ზრდის ტემპმა 2,1%, I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0%, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,2% შეადგინა.

სამხრეთ კორეელები საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საკაბელო ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 1 საათიან დოკუმენტურ ფილმს იღებს. ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ქართულ კერძებს და ღვინოს დაეთმობა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, "ბიზნეს რუკა" საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მაგალითია

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „თიბისი ბანკში“ ახალი საბანკო ინოვაციური პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციას დაესწრო და მოკლე მოხსენება გააკეთა.

პირველი ვიცე-პრემიერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში ბიზნეს სკოლა "ვატელის" შემოსვლას

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ვატელის" საერთაშორისო ტურისტული უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ამ ბიზნეს სკოლის შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4256 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.84 თეთრი შეადგინა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაიაფდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, 26 მაისის ვაჭრობის შედეგებით ნავთობის ფასი მცირედით შემცირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 52,15 (- 0,90) დოლარი შეადგინა.

საქართველოს პრემიერმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ბტარისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სლოვაკ კოლეგასთან რობერტ ფიცოსთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა

კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტის განეიტრალების მიზნით სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ამ დრომდე აქტიურად მუშაობს.

მეექვსმილიონე ტურისტის დახვედრის კამპანიამ საერთაშორისო ფესტივალზე გრან პრი მიიღო

საქართველოში  შემოსული მეექსვმილიონე ტურისტის დახვედრის ამსახველმა კამპანიამ 26 მაისს, კიევის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე, საქართველოს უმაღლესი ჯილდო მოუტანა.

ჟურნალისტებს ქუთაისის ტურიზმის საინფორმციო ცენტრმა უმასპინძლა

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელობამ, იმერეთში მოქმედი მედია-საშუალების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ტაშკენტში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის საკითხი ტაშკენტში საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ჩინეთის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს.

ქართველი და აზერბაიჯანელი მებაჟეები TAX FREE–ს სისტემის მონაცემებს გაცვლიან

საქართველოს და აზერბაიჯანის საბაჟოებმა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გამარტივების პერსპექტივები განიხილეს.

10-11 ივნისს ქალი მეწარმეებისთვის 48 საათიანი კრეათონი გაიმართება

სოციალური საწარმო "გენერატორი 9.8" და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, 10-11 ივნისს ქალი მეწარმეებისთვის 48 საათიანი კრეათონი გაიმართება.

რუსთავში დღეს ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა

რუსთავში,"BUSINESS GEORGIA"-ს ორგანიზებით, "ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოსა" და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 უცხოური ბანკის ფილიალით.