ეკონომიკა

დღის მოვლენები ეკონომიკასა და ბიზნესში

14 ივლისის მოვლენები ეკონომიკასა და ბიზნესში.
 

 

აზერბაიჯანში ბენზინი გაძვირდა

აზერბაიჯანში კიდევ გააძვირეს ბენზინი. 92 მარკის საწვავის ფასი 0,9 მანათი (1,27 ლარი) გახდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ჰაქინი“ იუწყება.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, InnovFin-ი ინოვაციური პროექტების დაფინანსების საშუალებას იძლევა

"ინოვფინის" პრეზენტაცია ბათუმში, "პროკრედიტბანკის" ოფისში გაიმართა. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დირექტორი ჰაინც ოლბერსი და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სებ-მა ფინანსური პროდუქტების განვითარების თემაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

13-14 ივლისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფინანსური პროდუქტების განვითარების თემაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

ფინანსთა მინისტრი საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ე.წ. TIR პარკინგის ამოქმედებას დადებითად აფასებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ახალი ელექტრონული სისტემა ე.წ. TIR პარკინგი შეაფასა.

ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები დაათვალიერეს

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები და სანაპირო ზოლი მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.

მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე უნცია ოქროს ფასი 20 დოლარით გაძვირდა და დღევანდელი მონაცემებით, 1230 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1205,60 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობისთვის “პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების“ შესყიდვისთვის ტენდერი გამოაცხადა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 13 ივლისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 48.28 დოლარი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრმა “სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა “სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4015 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.45 თეთრი შეადგინა.

ფულადი გზავნილების მოცულობამ ივნისში 117,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

 ქვეყანაში ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117,7 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 283,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17,1%-ით (17.2 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დღის მოვლენები ეკონომიკასა და ბიზნესში

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქონლით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4829.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8%-ით მეტია.

ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმის განახლებული სატრანსპორტო სისტემა დადებითად შეაფასა.

ბათუმის ავტოპარკი ეკოავტობუსებით განახლდება

10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი. 

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3970 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.3941 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.29 თეთრი შეადგინა.

ვიცე-პრემიერმა ევროკომისართან ენერგეტიკის დარგში ორმხრივი თანამშრომლობა განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში მაროს შევჩოვიჩთან.

ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - “საქართველოს ევროპულგზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დაესწრო. 

დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპისგან ყოველდღიურად ვიღებთ

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბათუმში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებები გააფორმა.