ეკონომიკა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

4 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3993 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.

საქართველოში 2016 წელს ნავთობის მოპოვება შემცირდა

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა. მოპოვებული ნავთობის საერთო რაოდენობამ 38557 ტონა შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 1649 ტონით ნაკლებია.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები OLAF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ესტონეთში, ქალაქ ტალინში,  თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის ორგანიზებით გამართულ სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

სემეკი ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს დამკვირვებელი გახდა 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის - ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) დამკვირვებელი გახდა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2016 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა

2016 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება გაიზარდა 2.5-ჯერ 2015 წელთან შედარებით და 78.0 მლნ. ლარი შეადგინა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 30 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი +1.70% -ით გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 49.6 დოლარი შეადგინა.

ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა

ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა. 29 ივნისის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა 1.97%-ით და შეადგინა 45,36 დოლარი/ბარელზე.

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაიაფდა

უნცია ოქროს ფასი გასულ კვირასთან შედარებით გაიაფდა და დღევანდელი მონაცემებით, 1220,4 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
 

გორში, ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საგარეო ურთიერთობათა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს შიდა ქართლში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

3 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4000 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4036 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა.

უცხოელმა ინვესტორებმა რუსეთიდან 1,6 მილიარდი დოლარი გაიტანეს

რუსეთიდან უცხოური კაპიტალის გადინების ტემპმა უკანასკნელ 3,5 წელიწადში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და თებერვლის ბოლოდან დღემდე 1,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებამ გასულ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმოებამ გასულ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიმდინარე წლის ივნისში ღუმელებიდან გამოშვებული ლითონების რაოდენობამ 19 400 ტონა შეადგინა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სოფელ საქობოში გაშენებული ზეთისხილის ბაღები დაათვალიერა და ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.

დიდი ღვაწლის მქონე დიასპორის დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დღეს განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

პირველ კვარტალში უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში 434.6 მილიონ დოლარი დახარჯეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ივნისის ჩათვლით საქართველოს 666 493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. ივნისში საქართველოს 666 493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147 735-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოში 2016 წელს წყალმომარაგებით საქმიანობას 18 საწარმო ეწეოდა

საქსტატის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ეწეოდა 18 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 207.9 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

საქართველოში ინფლაციის დონემ 7,1% შეადგინა

საქსტატის ცნობით, ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1% შეადგინა.

ბაკურიანში "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2 ივლისს ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გახსნა. 

საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს, რომლის მიხედვით ეს უნიკალური კორორტი დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე მოემსახურება.