ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილმა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პირველმა ვიცე–პრემიერმა სომხეთის პრემიერთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილა

საქათველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სომხეთის პრემიერთან კარენ კარაპეტიანთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო და საფინანსო–ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

“ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასეტყვილი მანქანების ზარალს განცხადებიდან 24 საათში აანაზღაურებს

სეტყვით გამოწვეულ ზარალს “ჯიპიაი ჰოლდინგი” ავტოდაზღვევის მფლობელებს გაცხადებიდან 24 საათის განმავლობაში აუნაზღაურებს

ენერგეტიკის მინისტრი საერთაშორისო გამოფენის “ASTANA EXPO-2017“ გახსნის ცერემონიალს დაესწრო

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი  საერთაშორისო გამოფენაზე  “ASTANA EXPO-2017“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ.

რუსეთიდან კაპიტალის გადინება 5 თვეში 2,2–ჯერ გაიზარდა

რუსეთიდან კაპიტალის წმინდა გადინებამ იანვარ–მაისში, წლიური დაანგარიშებით, 2,2–ჯერ მოიმატა 10,3–დან 22,4 მილიარდ აშშ დოლარამდე. თუმცა, რუსეთის ცენტრობანკის ცნობით, აპრილში გადინების ტემპი შემცირდა.

ფინანსთა მინისტრმა უცხოური ინვესტიციით შექმნილი სხივური მედიცინის ცენტრი დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა უცხოური ინვესტიციით შექმნილი სხივური მედიცინის ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

9 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4085 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.10 თეთრი შეადგინა.

მსოფლიო ბაზარზე ოქრო 15,8 აშშ დოლარით გაიაფდა

უნცია ოქროს ფასი გუშინდელთან შედარებით 15,8 აშშ დოლარით შემცირდა და დღევანდელი მონაცემებით, 1273,7 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 8 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი მკვეთრად გაიაფდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 47,86 (- 0,20) დოლარი შეადგინა.

ფინანსური ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია

საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებს ფინანსური სექტორის ინფრასტრუქტურის სტრუქტურულ მონაცემებს.

წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობა 3.7%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის I კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3,7%-ით მეტია 2016 წლის შესაბამისი კვარტლის მონაცემებზე.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად გაიაფდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 7 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი მკვეთრად გაიაფდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 48.06 (- 2.06) დოლარი შეადგინა.

მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაიაფდა

უნცია ოქროს ფასმა დღევანდელი მონაცემებით, 1289,5 აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უნცია ოქროს ფასი 1304,00-1265,40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ექსკლუზივი
EIA-ს პროგნოზის გამართლების შემთხვევაში მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაიაფდება

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკულმა საინფორმაციო სამმართველომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი 20 ათასი ბარელით/დღეში შეამცირა და თუ ეს პროგნოზი გამართლდა ნავთობი გაიაფდება.

საქართველოს კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ეწვევიან

8-13 ივნისს, საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვევა კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს (Export Development Canada (EDC)) უფროსი ეკონომისტი, რიჩარდ შუსტერი და უფროსი რეგიონული მენეჯერი ფამერ ენგინი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" სახით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საგადასახადო საკითხებზე საერთაშორისო კონვენციას ხელი მოაწერა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო საკითხებზე საერთაშორისო კონვენციას ხელი პარიზში საქართველოს მთავრობის სახელით მოაწერა.

საქართველო საბაჟო საზღვრის მართვის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა

საქართველო, საბაჟო საზღვრის მართვის სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების კუთხით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამის შესახებ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიომ დღეს განაცხადა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

7 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4088 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.

სასტუმროების მენეჯერებს ტრენინგი უტარდებათ

ვიზიტორთა მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.