ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის თქმით, კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) შესახებ კანონზე.

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებების გეგმები განიხილეს

სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით ბორჯომში პირველი რეგიონალური სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და USAID-ის პროექტ Zrda-ს ფარგლებში გაიმართა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში, საქართველოს 285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა.

საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 2017 წლის იანვარ-მარტში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო 5 ლარიანი ვერცხლის მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო წარსდგება, სადაც იგი წარმოაჩენს როგორც  მევენახეობა-მეღვინეობას, ასევე ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას.

საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უკრაინა ერთობლივ სატრანსპორტო საწარმოს ქმნიან

კიევში ყაზახეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელებმა ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების ზრდისა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტიანობის საკითხები განიხილეს.  

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

12 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3915 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4097 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.82 თეთრი შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2017 წლის 12 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3913 შეადგინა. 

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს

2017 წლის 12 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს განაგრძობს

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენლები, მცირე და საშალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სავაჭრო ცენტრ "საბას" მოვაჭრეებს შეხვდნენ. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

2017 წლის 12 აპრილს ფინანსთა, სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის პირველ კვარტალში გეგმა 105%-ით შეასრულა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის პირველ კვარტალში 105%-ით შეასრულა გეგმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე “Standard & Poor’s”-ის ანალიტიკოსებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის “Standard & Poor’s”-ის ანალიტიკოსებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

კორუფციულ საქმიანობაზე ჩატარებულ კვლევაში 41 ქვეყანას შორის საქართველო არ დასახელდა

ბიზნეს სექტორში კორუფციული საქმიანობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებით ყველაზე რთული მდგომარეობა უკრაინაშია. ამავე კვლევაში, 41 ქვეყანას შორის არ მოხვედრილა საქართველო.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

10 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4158 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4151 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - .07 თეთრი შეადგინა.

პირველი ვიცე–პრემიერი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის საქმიანობას გაეცნო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთთან ერთადერთი საავტომობილო მიმოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტია.

კახეთის რეგიონში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

კახეთის რეგიონში, გუშინ, სსსტც "დელტა"-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 2017 წლის სეზონზე პირველად ამუშავდა და გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა.

აჭარაში საინვესტიციო პროექტებისთვის K2 კოეფიციენტის გაზრდის საკითხი განიხილეს

სასტუმრო ,,რადისონში“ აჭარის ა/რ მთავრობის საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის წევრებისა და მენაშენეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

108 მგვტ-იანი "დარიალიჰესის“ მშენებლობა დასრულდა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული უმსხვილესი „დარიალჰესი“ საქართველოს მთავრობისა და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს ოფიციალურად გახსნეს.

"დარიალი ჰესის" ექსპლუატაციაში შესვლით ბიუჯეტს ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი დაემატება

ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება 2,5 მლნ ლარი და ობიექტზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი.