ეკონომიკა

ექსპერტი ლარის კურსის რყევის საფუძვლებში ეკონომიკურ ფაქტორს ვერ ხედავს
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის დღევანდელი ცვლილებები რაიმე ეკონომიკური ფაქტორით გამოწვეული არ ყოფილა. 
ანალიტიკოსი საზოგადოებას ურჩევს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სესხის აღებისგან

ეკონომიკის ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ როგორც ეროვნული ბანკი, ისე საქართველოს მთავრობა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, შეცდომებს უშვებს და ეს სახეზეა. 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ ყოფილი ფინანსთა მინისტრი დაინიშნა
ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კონკურენციის სააგენტოს თავმჯოდმარედ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დანიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერმა დღეს გამოაქვეყნა.
ტერაბანკი ბრალდებებს პასუხობს

ტერაბანკი უარყოფს ბრალდებას, რომ მან დაარღვია კლიენტის საბანკო საიდუმლოება.ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  

"გირჩის" ლიდერი მთავრობას ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ათპუნქტიან გეგმას სთავაზობს
პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მთავრობას ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის პრობლემის მოსაგვარებლად 10-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.
ლარი 0,0519 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 2 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.5871 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

საქართველოსა და ჩინეთში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 200-მდე ფერმერი გადამზადდა

საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება 2 დეკემბერს, სასტუმროში "ჰუალინგ თბილისში, ორ დეკემბერს.  

ლარის კურსმა სავალუტო ჯიხურებში გაუფასურება შეწყვიტა

ეროვნული ბანკის განცხადების გავრცელების შემდეგ ბაზარზე ლარის კურსმა გაუფასურება შეწყვიტა. საათობრივი დაცემის შემდეგ სტაბილიზაციის პირველი ეფექტი შეიმჩნევა ბლუმბერგზეც, თუმცა, ჯერ უმნიშვნელო.

სავალუტო ბაზარზე დოლარმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ლარის კურსი დღის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა ბაზარზე, 16:00 საათის მონაცემებით, დღის ყველაზე მაღალი კურსი 1 დოლარი 2.70 ლარი იყო. ამის შესახებ "პირველს" ერთ–ერთი სავალუტო პუნქტის მფლობელმა აცნობა.

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების შეჩერებას უმოკლეს დროში ელოდება
ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერებას უმოკლეს დროში ვარაუდობენ ეროვნულ ბანკში და მოსახლეობას ურჩევენ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს დოლარის შეძენასთან დაკავშირებით, რათა არ დაზარალდნენ. 
ტურისტების რაოდენობა საქართველოში 19,3%–ით გაიზარდა

საქართველოში 11 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.3%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 7.9%-ით გაიზარდა, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 1.3 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 1.3 %, ხოლო 2016 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5 % შეადგინა. 

Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარი 2,6312 ლარად ივაჭრება

ამ დროისთვის Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2,6312 ლარად ივაჭრება, რამდენიმე საათის წინ კი პლატფორმაზე 1 დოლარი 2.6502 ლარიც ღირდა.

 
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 20.9 %-ით გაიზარდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით

ოქტომბერში ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 40.9% შეადგინა. თავის მხრივ, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, 4.5 %-თაა გაზრდილი.

‘’ახლაგზრდა ფინანსისტთა ასოციაცია’’ პროდუქტებზე აქციზის ზრდას ნეგატიურად აფასებს

‘’ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია’’ აქსიზურ პროდუქტებზე ფასის ზრდას ნეგატიურად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, ‘’პირველ პრესკლუბში“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა გააკეთა.

ოქტომბერში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა კვლავ შემცირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში -3.8 %-ით შემცირდა უცხოური ფულადი გზავნილები რუსეთიდან.

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

ვადაგადაცილებული სესხები ოქტომბერში  31.0 მლნ ლარით გაიზარდა და 400.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის "თვის მიმოხილვაში".

ოქტომბერში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 6.8 მილიონი დოლარით შემცირდა

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 0.2%-ით შემცირდა და 4.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის "თვის მიმოხილვაში".

ბენზინის ფასი, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ მოიმატებს

საქართველოში საწვავის ფასი შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ გაიზარდოს. ამის შესახებ "პირველს" ნავთობპროდუქტუბის იმპორტიორთა ასოციაციიდან აცნობეს, თუმცა ვერ დააკონკრეტეს, რამდენ თეთრიანი ზრდაა მოსალოდნელი.

რა შეიცვლება ონლაინ სესხების აკრძალვით მსესხებლებისთვის

„პირველი“ ამის გასარკვევად ესაუბრა ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს.