ეკონომიკა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარი გახდა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 21 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.7831 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.  ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მზადაა ლარის გაუფასურებაზე ნებისმიერ კითხვას უპასუხოს
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო მზადაა "ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერ კითხვას უპასუხოს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. 
ექსკლუზივი
სომხეთი სატრანზიტო გაზსადენის საქართველოს მონაკვეთის აქციების 25%-ის გაყიდვის გამო ღელავს
საქართველოს ექს-პრემიერი თენგიზ სიგუა აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისკენ გამავალი ბუნებრივი აირის ნაკადის ნაწილი, შესაძლოა, აზერბაიჯანმა იყიდოს, რაზეც სომხეთი ნერვიულობს.
საქართველოში საწვავზე ფასის ზრდა მინიმალურია საერთაშორისო ფასებთან მიმართებაში

საწვავის ფასის ზრდა საერთაშორისო ფასებთან და ლარის გაუფასურებასთან მიმართებაში მინიმალური და არაადეკვატურია.

მამუკა ხაზარაძე - დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 2017 წელი იქნება ეკონომიკაში წარმატებული
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ მისი აზრით 2017 წელი ეკონომიკაში წარმატებული იქნება.
ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს. 

კურორტი "ბახმარო" უცხოელ ტურისტებს წელს პირველად მასპინძლობს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ბახმაროზე ზამთრის საკურორტო სეზონის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
მშპ 2,3%-ით გაიზარდა 2016 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით

2016 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 749,1 მილიონი ლარი შეადგინა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" გერმანიის მთავრობისგან გრანტი მიიღო

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" გერმანიის მთავრობისგან 1 400 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. 

ექსპერტი თვლის, რომ ლართან დაკავშირებით გადაუდებელი ზომებია მისაღები

ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებაზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთია მკვეთრად გაუარესებული სავაჭრო სალდო და მეორე - ლარის მასის გაზრდილი მაჩვენებელი.  

ლარი დოლართან მიმართებაში 0.0575 პუნქტით გაუფასურდა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 20 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში  2.7412 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

საქართველო-გერმანიას შორის ფინანსურ თანამშრომლობაზე სამთავრობო მოლაპარაკებები იგეგმება

საქართველო-გერმანიას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ დაგეგმილ სამთავრობო მოლაპარაკებებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრაზე.

ლარის გაუფასურების ახალ რეკორდს ექსპერტი საზოგადოების მოლოდინებს უკავშირებს

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ხომიზურაშვილი ვალუტის გადამცველ ჯიხურებში ლარის გაუფასურებას, საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს უკავშირებს.

აზიის ბანკი საქართველოს გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტის პროექტს მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ აზერბაიჯანს 1 მილიარდი დოლარი გამოუყო კასპიის აზერბაიჯანულ სექტორში „შაჰ–დენიზის“ გაზის საბადოს პროექტის მეორე სტადიის რეალიზაციისათვის.

ტრამპის კომპანიას "ტრამპთაუერის" აშენებაზე აჭარის მთავრობისთვის არ მიუმართავს
აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიას, ბათუმში, "ტრამპთაუერის" აშენებასთან დაკავშირებით, მათთვის არ მიუმართავს. 
“ნაფტოგაზი“ “გაზპრომს“ ახალი ენერგოკრიზისის მომზადებაში ადანაშაულებს
იანვარ-თებერვალში, შესაძლოა, ახალი გაზის კრიზისი მომწიფდეს. „გაზპრომი“ ამაში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2006 და 2009 წლების მსგავსად, უკრაინა ახლაც წინ საკუთარ ინტერესებს დააყენებს.  
აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში კურორტი "გოდერძი" ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში კურორტი "გოდერძი" ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს, აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. 

დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, საქართველოში ბიზნესპროექტები შეწყვიტოს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანიამ, შესაძლოა, ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს. 

კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა მცხეთაში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, "ერთიანი აგროპროქტის" ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო გახსნა.