ეკონომიკა

თბილისის ახალი ბიუჯეტი საკრებულომ 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დედაქალაქის ბიუჯეტმა 801 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ქუმსიშვილი რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს

ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი მნიშვნელოვნად აფასებს იმ ფაქტს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს მხარი დაუჭირა .

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ფასები გაიზარდა

2016 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,8%-ით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის ნოემბერთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 1,7%-ით.

დიმიტრი ქუმსიშვილი დამსაქმებელთა ასოციაციას 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ესაუბრა

ფინანსთა მინისტრმა,პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსაქმებელთა ასოციაციას 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და სამთავრობო რეფორმებით გათვალისწინებულ სიახლეებზე მიაწოდა ინფორმაცია .

"ანადოლუ ჯგუფი" საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორით დაინტერესდა

"ანადოლუ ჯგუფის" მიერ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორით დაინტერესებაზე გაკეთდა განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და "ანადოლუ ჯგუფის" დამფუძნებლის შეხვედრაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს მთავრობის გადაწყვეტილებები გააცნო

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესმენებს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა,რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა. 

ლარი დოლართან მიმართებაში 0.0151 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 19 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში  2.6837 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ პროდუქტებზე ფასის გაზრდა სამომხმარებლო ინდექსს არ შეცვლის

სებ–ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა–შემცირებით სამომხმარებლო ინდექსი მნიშვნელოვნად არ იცვლება. ამის შესახებ გვენეტაძემ დღეს, პარლამაენტში ისაუბრა.

საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმენს
ჯანდაცვის ბიუჯეტის 40 მილიონი ლარით გაზრდასა და 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობა დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს შეხვდება. 
ლარი დოლართან მიმართებაში 0.0082 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 16 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.6686 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.  

"ხელედულა-3 ჰესის" მშენებლობა იწყება

საქართველოში "ხელედულა-3 ჰესის" მშენებლობა დაიწყება.ამის შესახებ მემორანდუმს "რედისონში", ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ და "ანადოლუ ჯგუფის" დამფუძნებელმა თუღბან იზზეთ აქსოიმ მოაწერეს ხელი. 

სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ნებისმიერ ღონისძიებას, რაც წაახალისებს კერძო ინვესტიციებს
მთავრობას სჯერა, რომ მოგების გადასახადის დაბეგვრის მოდელის ცვლილება წაახალისებს კერძო ინვესტიციებს და მხარს დაუჭერს ეკონომიკურ ზრდას. 
ფინანსთა მინისტრის აზრით, ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრინციპული ამოცანაა, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის რყევაზე დამოკიდებულება შემცირდეს.
მთის კურორტების განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც როგორც ტურისტული ნაკადის, ისე შემოსავლების ზრდა უნდა უზრუნველყოს.  

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი მიმართულია შეუქცევად წინსვლაზე

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა პირობების შექმნა განვითარებისთვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული მოქალაქისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნესის მხარდაჭერას მთავრობის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტად ასახელებს

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა,ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას.

სემეკ-მა შპს "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 0,309 თეთრით გაზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კენჭისყრის შედეგად დადგინდა, რომ შპს "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 1,496 თეთრი იქნება.

ლარი დოლართან მიმართებაში 0.0005 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი 15 დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.6604 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

საქართველოში თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება

მომავალ წელს საქართველოს ოთხ ქალაქში თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება. 

გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.