ეკონომიკა

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 1.3 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 1.3 %, ხოლო 2016 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5 % შეადგინა. 

Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარი 2,6312 ლარად ივაჭრება

ამ დროისთვის Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2,6312 ლარად ივაჭრება, რამდენიმე საათის წინ კი პლატფორმაზე 1 დოლარი 2.6502 ლარიც ღირდა.

 
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 20.9 %-ით გაიზარდა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით

ოქტომბერში ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 40.9% შეადგინა. თავის მხრივ, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, 4.5 %-თაა გაზრდილი.

‘’ახლაგზრდა ფინანსისტთა ასოციაცია’’ პროდუქტებზე აქციზის ზრდას ნეგატიურად აფასებს

‘’ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია’’ აქსიზურ პროდუქტებზე ფასის ზრდას ნეგატიურად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, ‘’პირველ პრესკლუბში“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა გააკეთა.

ოქტომბერში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა კვლავ შემცირებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში -3.8 %-ით შემცირდა უცხოური ფულადი გზავნილები რუსეთიდან.

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

ვადაგადაცილებული სესხები ოქტომბერში  31.0 მლნ ლარით გაიზარდა და 400.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ოქტომბრის "თვის მიმოხილვაში".

ოქტომბერში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 6.8 მილიონი დოლარით შემცირდა

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 0.2%-ით შემცირდა და 4.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის "თვის მიმოხილვაში".

ბენზინის ფასი, დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ მოიმატებს

საქართველოში საწვავის ფასი შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ გაიზარდოს. ამის შესახებ "პირველს" ნავთობპროდუქტუბის იმპორტიორთა ასოციაციიდან აცნობეს, თუმცა ვერ დააკონკრეტეს, რამდენ თეთრიანი ზრდაა მოსალოდნელი.

რა შეიცვლება ონლაინ სესხების აკრძალვით მსესხებლებისთვის

„პირველი“ ამის გასარკვევად ესაუბრა ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს.

ონლაინ სესხების კომპანიები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია, ონლაინ სესხების აკრძალვის ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016 წლის რეიტინგში საქართველომ გააუმჯობესა პოზიცია და დაიკავა 41-ე ადგილი, 2014 წელთან შედარებით პოზიცია გაუმჯობესდა 5 ადგილით.

ლარი 0,0041 პუნქტით გაუფასურდა

ლარის გაცვლითი კურსი პირველი დეკემბრიდან 1 აშშ დოლართან მიმართებაში 2.5352 ნიშნულზე დააფიქსირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

2017 წელს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაორმაგებულ ინვესტიციას განახორციელებს

ერთობლივი ანგარიში წარადგინეს კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, თბილისის მერიამ და საკრებულომ. პრესკონფერენცია გაიმართა "ანგარიში თბილისის“ პროექტის ფარგლებში, სასტუმრო "რედისონში".

სოფლის მეურნეობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა იმართება 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ექსპო ჯორჯიაში.  

დოლარში არსებული სესხის ლარში გადაყვანას ბანკების ასოციაცია დადებითად აფასებს

"საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე დოლარის სესხების ლარში გადაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

მეანაბრეები ეროვნულ ბანკს "ტერაბანკის" მიმართ სანქციების გამოყენებას სთხოვენ

კლიენტის საბანკო საიდუმლოების დარღვევის გამო, მეანაბრეები ეროვნულ ბანკს "ტერაბანკის" მიმართ სანქციების გამოყენების მოთხოვნით მიმართავენ.

საქართველო და აზიის განვითარების ბანკი ურთიერთობის პერსპექტივებს განიხილავენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარსა და მოადგილეს, გიორგი კიზირიას შეხვდა. 

ახალგაზრდა ფინანსისტები დედოლარიზაციის კურსს დადებითად აფასებენ

მთავრობის მიერ წარდგენილი სტრატეგია დედოლარიზაციასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა ‘’ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა დღეს ‘’პირველის’’ პრესკლუბში.

ბანკების ასოციაციაში ონლაინ სესხების კომპანიებს მიკროსაფინანსოებად ჩამოყალიბებას ურჩევენ

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ონლაინ სესხების კომპანიებს მიკროსაფინანსოებად ჩამოყალიბებას ურჩევს.

პარლამენტის თავმჯდომარე ლარის გაუფასურებაში პრობლემად რეგიონულ ფაქტორს ასახელებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც რეგიონული ფაქტორია და ამის მთავრობის არასწორ პოლიტიკასთან დაკავშირება სპეკულაციაა.