ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

„თიბისის“ აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, ამ დროისთვის კი 4 ფუნტით გაძვირდა.

გიორგი ქობულია - ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, მათ შორის მედიცინის სფეროში

„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში“.

ლარი მცირედით გამყარდა

20 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6816 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.24 თეთრი შეადგინა.
 

მამუკა ბახტაძე - ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ ბელარუსთან სავაჭრო მოცულობა მინიმუმ გავაორმაგოთ

,,ძალიან მიხარია, რომ დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერება მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება".

ირაკლი კოვზანაძე ევრობანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე  „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ნატალია  მოურავიძეს შეხვდა.

საქართველოში თბილისი-მინსკის ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება

ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი, ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება.

ჰონგ-კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით დაინტერესდნენ

19 მარტს თბილისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის შესახებ შეხვედრა ჰონგ-კონგიდან სტუმრად მყოფ 65-წევრიან დელეგაციასთან გაიმართა.

გიორგი ქობულია - ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზა არის

ჩვენ ყველას გვესმის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობის გარანტი და საუკეთესო გზა არის, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ .

 

ეკონომიკის სამინისტროსა და „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მოლაპარაკებები სამინისტროსა და ნამახვანი ჰესის ინვესტორთა შორის წარმატებით დასრულდა.

ჰონკონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს ბიზნეს-დელეგაცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს

ჰონკონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს რამდენიმე დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

გიორგი ქობულია: დსთ- ს ქვეყნები იყო,  არის და იქნება  ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, დსთ-ს ქვეყნები იყო, არის და მომავალშიც იქნება საქართველოს  ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი.

ლარის კურსი

19 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.6840 ლარი შეადგინა.

გიორგი ქობულია ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მამუკა ბახტაძემ და ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. რა დროსაც მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა ყურადღება.

ფინანსთა მინისტრი ჰონგ-კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს ედვარდ იაუს შეხვდა.

 

"თიბისი ბანკის" საქმეზე ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხა

"თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხა.

მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან ერთად მთიანი აჭარა მოინახულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში აჭარაში პრეს-ტური გაიმართა.

ედვარდ იაუ: ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას

„ჩვენ აქ ვართ, რომ ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ხელი შევუწყოთ ურთიერთობების გაღრმავებას"