ეკონომიკა

თბილისი-ლონდონის რეისზე ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი 150$-დან დაიწყება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისი-ლონდონის რეისის პრეზენტაციაზე, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 150$-დან დაიწყება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

5 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4233 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4253 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.

ბაქოს იპოთეკურ ბაზარზე კრიზისია

ბაქოში იპოთეკით შეძენილ სახლებს მოსახლეობა ან სამშენებლო კომპანიებს უბრუნებს, ან მეორად გაყიდვაზე გააქვთ.

ვალუტის გადამცვლელ 28 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო თბილისში არსებულ 28 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა წლის პირველ კვარტალში 19,1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა.

იანვარ-მაისში საქართველოდან 24,75 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

მსოფლიო ბანკმა საქართველო უზრუნველყოფილი ქვეყნების სიაში შეიყვანა

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის თანახმად, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სიაში შედის.

ფინანსთა მინისტრმა სსფ–ის მისიასთან შეხვედრაზე ფონდის პროგრამის მიმდინარეობა განიხილა

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები და სსფ–ის  პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფონდის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერსედეს ვერა მარტინმა.

საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და GIZ-ის პროგრამას „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

2 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4253 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.74 თეთრი შეადგინა.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 1 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი მცირედით გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 50,33 (+ 0,02) დოლარი შეადგინა.

საქართველოში ტურისტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, იანვარ-მაისში იმ ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ქვეყანაში, 981 668 შეადგინა, რაც 196 369-ით მეტია (+25%) 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 6,6% შეადგინა

საქსტატის ცნობით, მაისში, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 6,6% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ინდექსი არ შეცვლილა.

ახალი რეგულაციები – ევროპული მოდელი ქართულ საკრედიტო ბაზარზე

საკრედიტო ორგანიზაციებისთვის შემოღებულ ახალ რეგულაციებზე, რომელიც, ეროვნული ბანკის მტკიცებით, მომხმარებელზეა ორიენტირებული, „პირველი“ ბანკების ასოციაციის დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა.

ტრამპის გადაწვეტილებას კლიმატთან დაკავშირებით ბირჟებმა ზრდით უპასუხეს

კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან აშშ–ის გასვლის შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ უოლ–სთრითზე ვაჭრობები კოტირებების ზრდით დასრულდა.

ფინანსთა მინისტრმა მსხვილ ჩინურ კორპორაციებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის მსხვილი საინვესტიციო-ინდუსტრიული კორპორაციების ხელმძღვანელებთან.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

1 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4179 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4181 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ელექტრონულ ვაჭრობას განავითარებენ

ელექტრონული ვაჭრობის განვითარების შეთანხმებას სტამბოლში ხელი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაიაფდა

მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ლონდონსა და ნიუ-იორკში, 31 მაისის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი გაიაფდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 50,31 (- 1,53) დოლარი შეადგინა.

"გაზის სამხრეთის დერეფნის" პროქეტისადმი ტრამპის მხარდაჭერას თბილისში დადებითად აფასებენ

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის განცხადება "გაზის სამხრეთის დერეფნის" პროექტის რეალიზაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მისი წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია.