ეკონომიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გაძვირებულ ტარიფზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი  ელექტროენერგიის გაძვირებულ ტარიფზე საუბრობს.

ხვალ სემეკი წყალმომარაგების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 28 დეკემბრის საჯარო სხდომაზე წყალმომარაგების ტარიფების საკითხებზე იმსჯელებს

სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი ტარიფები დაუდგინდათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები დაუდგინა.

ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალურ ტექნიკას შეიძენენ

ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ტექნიკის შესაძენად შპს „მექანიზატორი“ მომწოდებლებთან შეხვედრას გეგმავს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5751 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.25 თეთრი შეადგინა.

ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებშიც იზრდება

იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებსაც გაეზრდებათ. გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.

"მაგთიკომი" ინტერნეტმომსახურების ბაზრის ლიდერია

ინტერნეტმომსახურების ბაზარზე ცვლილებებია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ინტერნეტმომსახურების ბაზრის მოთამაშე კომპანიებს შორის „მაგთიკომმა“ ლიდერის პოზიცია დაიკავა.

მსოფლიო ბაზარზე ოქრო და ვერცხლი გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე, დღევანდელი მონაცემებით, უნცია ოქროს ფასი 1 285.20 აშშ დოლარია, ხოლო უნცია ვერცხლი 16.69 აშშ დოლარი ღირს.
 

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე, ლონდონსა და ნიუ-იორკში, 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობი გაძვირდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 67,02 (+ 1,77) აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისის მერი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

თბილისში ელექტროენერგია 1.56 თეთრით გაძვირდა

თელასის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 1.56 თეთრით გაძვირდა. გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.

სივრცით განვითარებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურასა და წყალმომარაგებაზე 9 მილიარდი დაიხარჯება

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017-2020 წლებში 9 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება სივრცითი განვითარების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტებზე.

მოგების გადასახადის რეფორმამ ბიზნესს 0.5 მილიარდი ლარის საინვესტიციო რესურსი დააზოგვინა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, მოგების გადასახადის რეფორმამ, ბიზნესს საშუალება მისცა, 500 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა.

პრემიერის ცნობით, 2017 წლის ცხრა თვეში 38 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ცხრა თვეში 38 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

 

"თეგეტა მოტორსმა" 2017 წელი 30%-იანი ზრდით დახურა

"თეგეტა მოტორსს" 2017 წელს 20%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კომპანიამ გეგმას გადააჭარბა და მიუხედავად ძლიერი კონკურენტული გარემოსი, წელი 30%-იანი ზრდით დახურა.

კომპანია RMG ბოლნისის „სიონთან“ სასპონსორო ხელშეკრულებას გააფორმებს

კომპანია RMG-ს თბილისის ოფისში, საფეხბურთო კლუბ „სიონსა“ და RMG-ს შორის განახლებულ სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი დღეს, 12:00 საათზე მოეწერება.

„საპარტნიორო ფონდს“ ძიანსის პროვინციის დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ძიანსის პროვინციის მთავრობის დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაში ჩინეთის მსხვილი კომპანიებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც შედიან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პასუხობს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5751 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.79 თეთრი შეადგინა.

ინტერნეტის საბითუმო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები განახევრდა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის თქმით, მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფების დაწესების მიმართულებით, კომისია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.