კატეგორიები

ეკონომიკა

კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდათ გურჯაანის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარებს. ამის შესახებ "პირველს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.  

ლარი 0,0030 პუნქტით გამყარდა

დოლარის მიმართ ლარის კურსი 2,4926 ნიშნულზე დააფიქსირა ეროვნულმა ბანკმა 17 ნოემბრიდან.

საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემა შეიქმნება

საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემა შეიქმნება. პროექტის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ბათუმში "ტრამპთაურის" მშენებლობა ახლო მომავალში გაგრძელდება
აჭარაში, "ტრამპთაუერის" მშენებლობა, რომლის იდეა 2010 წელს ნიუ იორკში "სილქ როუდ ჯგუფის" ოფისის და ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრისას დაიბადა, ახლო მომავალში გაგრძალდება.  
ლარის დასტაბილურებას დეკემბერში ელოდება ექსპერტი ლევან კალანდაძე

ლარის კურსის დეკემბერში დასტაბილურების პროგნოზს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აკეთებს. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა "პირველის პრესკლუბში" ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

FAO-საქართველოს 5 მილიონიან ხელშეკრულებას გაუფორმებს

FAO-საქართველოს შორის 2016-2020 წლების ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის ინსტიტუციურ, რეგიონულ და სექტორულ განვითარებას ითვალისწინებს.

თბილისის მერიამ პრიორიტეტად ტრანსპორტი, გზები, გამწვანება და განათლება დაასახელა

თბილისის მერიის 2017 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტებად მუნიციპალური ტრანსპორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება განისაზღვრა.

სასოფლო მექანიზაციის განახლებისთვის იტალიაში კონსულტაციები გაიმართა
საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის ტექნიკური აღჭურვის ხელშეწყობის მიზნით დარგის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ შეხვედრები გამართა მექანიზაციის იტალიელ მწარმოებლებთან. 
ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზრდება
ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ჰუნანის 70-მილიონიან პროვინციაში აქტიურად დაიწყება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. 
ოპიკი 127,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს საქართველოში

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) საქართველოში ორი, 127,5 მლნ დოლარის პროექტის დაფინანსებას გეგმავს.

ლარის კურსის ვარდნას დეპუტატი ემოციურ ფონსა და არჩევნებს უკავშირებს

ლარის კურსის გაუფასურებას ემოციურ ფონსა და საარჩევნო პერიოდს უკავშირებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე.


სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3%-ით გაიზარდა
საქართველოში სექტემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ოქტომბერში 1,3%-ით გაიზარდა, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით კი ინდექსი 1,9%-ით შემცირდა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ოქტომბერში 12,6 მლნ დოლარით გაიზარდა

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ ოქტომბერში 241.9 მლნ ლარი (102.5 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 14%-ით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ოქტომბრთან შედარებით

ლარის კურსი საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურდება

ეკონომიკის ზრდის დაჩქარების ფონზე ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება საშუალოვადიან პერსპექტივაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, აკაკი ზოიძე.

დოლარიზაციის დაძლევის სამთავრობო გეგმას ეკონომიკის ექსპერტები ეთანხმებიან

ლარის კურსის დარეგულირებისთვის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების სამთავრობო გეგმას სწორ მიდგომად აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე.

საარსებო მინიმუმი ერთ წელში 3,2 ლარით 160,1 ლარამდე შემცირდა
საარსებო მინიმუმმა ქვეყანაში 2016 წლის ოქტრომბერში 160,1 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,2 ლარით არის შემცირებული.
მთავრობა ლარის კურსს ეკონომიკური ზრდით და ხარჯების შემცირებით დაარეგულირებს

საქართველოს მთავრობა, ლარის კურსის დასტაბილურებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითად აქცენტს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე გააკეთებს.

სამაცივრე მეურნეობებმა III კვარტალში 25 მილიონ ლარზე მეტის პროდუქცია გაყიდეს

საქართველოში 2016 წლის III კვარტალში 33 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა და მათგან ყველაზე დიდი წილი - 36,4% შიდა ქართლში მდებარეობდა.  

სებ-მა „კაპიტალ ბანკს“ ლიცენზია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სს „კაპიტალ ბანკს“ საბანკო ლიცენზია გაუუქმა. ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმშია.

საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მენაბრეების აქცია მიმდინარეობს ეროვნული ბანკის შენობასთან ორშაბათს საღამოს . ადგილზე საპატრულო პოლიციია მობილიზებული.