ანონსი

(არქივი)

10 30

15.12.2017

პორტალ „კვირას“ პრესკლუბში , „პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი, პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ამირან გიგუაშვილი პაატა ბურჭულაძის პროკურატურაში დაბარებასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნებსა და ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. საკონტაქტო პირი: 599726565
ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

11 00

15.12.2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თსუ-ს l კორპუსი

11 00

15.12.2017

პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, „კომუნიკაციების ომბუდსმენი“ თამთა ტეფნაძე ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის არსებული მექანიზმებზე, რა რეგულაციები არსებობს, რა მოქმედებს და ვერ მოქმედებს და არასრულწლოვნებზე გათვლილი პროდუქციის მხრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. საკონტაქტო პირი: 599726565
ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

11 00

15.12.2017

ოფისში „კოალიცია თანასწორობისათვის“, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ქალებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
ჭოველიძის 10

12 00

15.12.2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წარადგენს ახალ ანგარიშს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება“.
დ. აღმაშენებლის გამზირი #61

12 00

15.12.2017

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები გაიმართება. საკონტაქტო პირი: მარტა ქარუმიძე 599585688
ჰოლბრუკის ქ. #8

12 00

15.12.2017

„უფლებადამცველთა სახლში“, უფლებადამცველი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე, შპს „სიტროენ ჯორჯიას“-სთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.
ფურცელაძის #14

13 00

15.12.2017

სემეკი ჰიდროელექტროსადგურების - შპს „ვარდნილჰესების კასკადის“, შპს „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფებზე; შპს „ენერგოტრანსის“, სს „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის 2018-2020 წლების ტარიფებზე საჯარო სხდომაზე იმსჯელებს.
მიცკევიჩის ქ. #19

13 30

15.12.2017

სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტებზე და ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აპარატის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრაზე ასევე შეჯამდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 2016-2017წწ. საინფორმაციო შეხვედრები. საკონტაქტო პირი: თაკო მათეშვილი - 598 15 65 73

13 30

15.12.2017

თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ-სამეცნიერო ფორუმი "ძალადობის პრევენცია და გამოწვევები მრავალეთნიკურ ქვეყნებში" გაიმართება.
წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი - პოლიტკოვსკაიას #4

13 30

15.12.2017

წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ-სამეცნიერო ფორუმი "ძალადობის პრევენცია და გამოწვევები მრავალეთნიკურ ქვეყნებში" გაიმართება.
პოლიტკოვსკაიას #4

14 00

15.12.2017

ისრაელის სახლის ორგანიზებითა და ისრაელის ქნესეთის დელეგაციის მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოში პირველი ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნება და ხანუქას სანთელი აინთება. საკონტაქტო ტელეფონი: 591 206900.
გუდიაშვილის ქ.7

15 00

15.12.2017

სასტუმროში „ბეტსი“ პროგრამის ,,გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში’” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
მაყაშვილის ქუჩა N 32/34

16 00

15.12.2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

19 00

15.12.2017

შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო-რესტროსპექტულ გამოფენა გაიხსნება.
შოთა რუსთაველის გამზ. 11

19 00

15.12.2017

მწერალთა სახლში, ლიტერატურული კონკურსის, „წეროს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.