ანონსი

(არქივი)

11 00

18.11.2017

სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიას" საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, სახელწოდებით ”ბიორეგულაციური თერაპიის შესაძლებლობები ზოგადთერაპიულ პრაქტიკაში“ გაიმართება, რომელსაც 300-მდე ექიმი დაესწრება. საკონტაქტო ტელ.: 0322 15 91 15 ან 574 15 91 14

11 00

18.11.2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს. სასტუმრო „თბილისი მარიოტი“

12 00

18.11.2017

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში", აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი გახსნის ყოველწლიურ დასაქმების ფორუმს, რომელიც გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება. საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599 512215

12 00

18.11.2017

2017 წლის Fest I Nova-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნება. ფესტივალის საზეიმო დახურვაზე, არტ-ვილა გარიყულაში იმუშავებს კაფე „ჟადნი ფინტიკოზა“.

12 00

18.11.2017

H&M-ი საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის.
რუსთაველის გამზ. #2/4, „გალერია თბილისი“

15 00

18.11.2017

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ქუთაისის რეგიონული ცენტრის განახლებულ ოფისს გახსნის. ( ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის ქ. N8) საკონტაქტო პირი ეკა ხიმშიაშვილი - 577750201

17 00

18.11.2017

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, თეატრის ოთხწლიანი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის თანამშრომლები დაესწრებიან.