კატეგორიები

უცხოეთი

უკრაინამ რუსეთის საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა
უკრაინული პროექტი "კედელი", რომელიც რუსეთთან საზღვრის გაძლიერებას გულისხმობდა, შეჩერებულია. რუსეთის საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერების მიზეზად არასაკმარისი ფინანსები სახელდება.
ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიაში "ისლამური სახელმწიფოს" ორი ბანაკი დაბომბეს

ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიაში განლაგებული "ისლამური სახელმწიფოს" ორი ბანაკი დაბომბეს, რადგან ჯიჰადისტები ქვეყანაში ტერიტორიისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

აშშ-ის მხრიდან რუსულ ტელეარხ "RT"-ის შეზღუდვის შემთხვევაში, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს

ამერიკული მედიისა და სოციალური ქსელების მიერ რუსულ ტელეარხ " RT"-ის შეზღუდვის შემთხვევაში, რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის სამახური საპასუხო ქმედებების განხორციელებით იმუქრება.

აზერბაიჯანი რუსეთთან შეიარაღების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი რუსეთთან ახალი შეიარაღების შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები საჰაერო ტექნიკისა და დაცვის სისტემების შესყიდვაზე მიმდინარეობს.

სომეხი ექსპერტი საქართველოსთან ურთიერთობას პოზიტიურად აფასებს
ექსპერტი საქართველოს საკითხებში ჯონი მელიქიანი აცხადებ, რომ თბილისსა და ერევანს, მიუხედავად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსისა, თანამშრომლობის ფართო სპექტრი გააჩნიათ.
სომხეთში რუსეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით შეეძლებათ შესვლა
სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს პირადობის მოწმობით შეეძლებათ შესვლა, ყოფნა და გადაადგილება. 
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 60-მა კონგრესმენმა ბოიკოტი გამოუცხადა
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 60 კონგრესმენი ბოიკოტს უცხადებს და ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა ინაუგურაციისთვის 100 მილიონი დოლარი შეაგროვა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის, კერძო შემოწირულობის სახით, 100 მილიონი დოლარი შეგროვდა.

ჩინურმა რობოტ-ჟურნალისტმა პირველი სტატია გამოაქვეყნა

სანამ ათობით ათასი სტუდენტი მთელ მსოფლიოში ჟურნალისტის პროფესიას შესაბამის ფაკულტეტზე შეისწავლის, ჩინელებმა რობოტი-კორესპონდენტი შექმნეს, რომელმაც პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.

რუსეთში შიშობენ, რომ ტრამპი მათ მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის
კრემლში შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების ეიფორიამ გაიარა და შესაძლოა, მან რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.
ოცდაათი ირანელი მეხანძრე დაიღუპა კომერციულ შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას
თეირანის ერთ-ერთ უძველეს შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას 30 მეხანძრე დაიღუპა.
ინდოეთში სასკოლო ავტობუსის სატვირთოზე შეჯახებას15 მოსწავლე ემსხვერპლა
სულ მცირე 15 მოსწავლე დაიღუპა და 45 დაშავდა ინდოეთში მომხდარი ავარიის შედეგად. სასკოლო ავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
ზვავის ჩამოწოლის შედეგად, იტალიის სასტუმროში 30 ადამიანი დაიღუპა

იტალიის სასტუმრო Rigopiano di Farindola-ს ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისტემებზე კიბერთავდასხმების რიცხვი გაიზარდა

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, 60%-ით გაიზარდა კიბერთავდასხმების რიცხვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისტემებზე გასულ წელს.

იტალიაში მომხდარ რამდენიმე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
იტალიაში რამდენიმე საათის შუალედით მომხდარ ოთხ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. აბრუცოს რეგიონში 83 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში იპოვეს. დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.
მეცნიერების აზრით, 2016 ყველაზე ცხელი წელი იყო

მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა 2016 წლისთვის რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა - ამ დასკვნას NASA-ს და ბრიტანული მეტეორლოგიური განყოფილების მეცნიერები აქვეყნებენ.

რუსეთმა და თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე ერთობლივი ავიაიერიშები განახორციელეს
სირიის ტერიტორიაზე რუსეთმა და თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ პირველი ერთობლივი ავიაიერიშები განახორციელეს.
ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ავიაციამ შეცდომით ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 120-ზე მეტი დაშავდა.

მექსიკის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმისას 4 ადამიანი დაიჭრა
ოთხი ადამიანი დაიჭრა მექსიკის ჩრდილოეთით ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად.
სენეგალის ჯარები გამბიაში შესასვლელად მზად არიან
სენეგალის ჯარები მეზობელი გამბიის საზღვართან იმყოფებიან და ღამით ქვეყანაში შევლენ, თუ პრეზიდენტი იაჰია ჯამეჰი თანამდებობიდან არ გადადგება.