კატეგორიები

უცხოეთი

დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო რადას ეროვნული უშიშროების კომიტეტიდან გარიცხეს

უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უშიშროების კომიტეტიდან დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან დონბასში დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სია გამოაქვეყნა.

აშშ-ში 12 წლის მოზარდმა მასწავლებელი და თანაკლასელები მოკლა
აშშ-ში 12 წლის მოზარდმა მასწავლებელსა და 2 თანაკლასელს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
რუსეთმა და თურქეთმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სირიაში ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს

რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა და თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ერთობლივი საჰაერო ოპერაცია დაიწყეს სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

ექსკლუზივი
რუსეთს კონფლიქტების მთავარ "მომგვარებლად" ხედავენ აზერბაიჯანში, მოლდოვასა და უკრაინაში
აზარბაიჯანი და მოლდოვა საკუთარი კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთს მთავარ გარანტორად აღიქვამენ. უკრაინაში დონბასის სანაცვლოდ ყირიმის დათმობაზე ფიქრობენ. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის იმედადაა.
გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნები, სავარაუდოდ, 24 სექტემბერს გაიმართება

გერმანიის ხელისუფლებამ ბუნდესტაგის არჩევნების ჩატარების თარიღად 24 სექტემბერი განსაზღვა, თუმცა, ფორმალურად გადაწყვეტილება ფედერალურმა პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

ყირიმის დროებით დათმობის სანაცვლოდ დონბასის დაბრუნების იდეა გამოთქვა უკრაინელმა დეპუტატმა

დონბასის მშვიდობიანი გზით დაბრუნება ყირიმის დროებით დათმობამდე მიიყვანს უკრაინას. ამის შესახებ რადას სახალხო დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ ტელეკომპანია “112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა.

ძლიერი მიწისძვრა მოხდა იტალიაში
ცენტრალურ იტალიაში მაგნიტუდით 5,4 მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, ბიძგები რომშიც იგრძნობოდა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფიში მოათავსეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 92 წლის ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში საავადმყოფოში მოათავსეს. ბუშს პარკინსონის დაავადება აქვს, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და ინვალიდის ეტლს იყენებს.

უკრაინაში სამი ადამიანის გენის მატარებელი ბავშვი დაიბადა

უკრაინელ უნაყოფო წყვილს ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი ტიპის გამოყენებით ბავშვი შეეძინა. ახალშობილი სამი ადამიანის გენის მატარებელია.

ევროპის პარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

იტალიელი პოლიტიკოსი, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ანტონიო ტაიანი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. მან აღნიშნულ პოსტზე მარტინ შულცი ჩაანაცვლა.

ნიგერიაში საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავის თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნიგერიული საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად, მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

პოლონელი დიპლომატები რუსმა მესაზღვრეებმა სმოლენსკის ოლქში მდებარე საზღვარზე არ გაატარეს
რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში 6 პოლონელი დიპლომატი არ შეუშვეს, რომლებიც ბელარუსი რუსეთის საზღვრის სმოლენსკის ოლქის სასაზღვრო პუნქტის "კრასნაია გორკა" გადაკვეთას აპირებდნენ.
აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.
დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

დაღესტანის ორ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რესპუბლიკის ოპერატიულ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთმა თურქული პროდუქტის იმპორტი კვლავ აკრძალა
რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა თურქული ფორთოხალის რუსეთში შეტანა კვლავ აკრძალა. უწყების განმარტებით, იმპორტირებულ ტვირთში ნაყოფის ხმელთაშუაზღვისპირული ბუზი აღმოაჩინეს.
რუსეთში იმედოვნებენ, რომ აშშ-სთან ბირთვულ შეიარაღებაზე დიალოგი შედგება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით დიალოგი შედგება. 
ტრამპის მრჩეველის რეპლიკას: „რუსებს თავის გასატანად თოვლის ჭამაც შეუძლიათ“, მოსკოვმა უპასუხა

დონალდ ტრამპის მრჩევლის რეპლიკას, „რუსებს, თავის გასატანად, თოვლის ჭამაც შეუძლიათ“, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ადგილობრივი წარმოების დელიკატესების უპირატესობით უპასუხა.

სტამბოლის ღამის კლუბის თავდამსხმელმა უზბეკეთის მოქალაქემ საბრძოლო მომზადება ავღანეთში გაიარა
სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ღამის კლუბში ტერაქტი უზბეკმა აბდულგადირ მაშარიპოვმა განახორციელა, რომელმაც საბრძოლო მომზადება ავღანათში გაიარა.
ნატოს ჯარების განთავსებას ბალტიისპირეთში რუსეთი ნეგატიურად აღიქვამს

ბალტიის ქვეყნებში ნატოს ჯარების განთავსებას რუსეთი ნეგატიურად აფასებს. ამის შესაებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდ პრესკონფერენციაზე“ განაცხადა.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს ამერიკელ დიპლომატებზე თვალთვალის შესახებ

რუსეთის ფედერაცია უარყოფს ბრალდებებს, თითქოს ამერიკელ დიპლომატებს უთვალთვალებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.