უცხოეთი

მერკელი ზელენსკისთან შეხვედრაზე ცუდად გახდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა.

იაპონიის ჩრდილოეთით დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილოეთით, იამაგატას პრეფექტურაში მაგნიტუდით 6,8 მიწისძვრა მოხდა.

გაეროს მონაცემით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 30 წელიწადში შემცირდება

გაერომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდა-შემცირების ტენდენციების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.

ტრამპის თანაშემწე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური თანაშემწე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ფიონა ხილი თანამდებობას აგვისტოს ბოლოს დატოვებს.

 

ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს შორის საზღვრების დადგენის საკითხი ერთი წლით გადავადდა

დაღესტანის სახალხო ყრილობის თავმჯდომარის, ხიზრი შიხსაიდოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალურ ოლქში მიიღო გადაწყვეტილება, ჩეჩნეთთან საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესები 2020 წლისთვის გადაიდოს

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (უეფას) ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.

ზელენსკი პუტინთან სათქმელ პირველ ფრაზას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების პირველი ფაზა დაასახელა.

აშშ ირანთან ურთიერთობის გამწვავების ფონზე ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტს გზავნის

ირანთან კონფლიქტის გამწვავების ფონზე აშშ-ის ადმინისტრაცია რეგიონში დამატებით კონტინგენტს ისევ გზავნის.

მიწისძვრა ჩინეთში: დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 122 ადამიანი. ინფორმაციას ​ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ავრცელებს.

ფაშინიანი მმართველი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა

ჩვენ არ მივცემთ უფლებას უცხოურ ძალებს ჩაერიონ სომხეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში. ეს არის რევოლუციის წარმატებული შედეგი და ეროვნული ღირებულება - განაცხადა  „სამოქალაქო შეთანხმების“   ყრილობაზე განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამერიკა-პოლონეთის სამხედრო თანამშრომლობის ზრდით რუსეთი გაღიზიანებულია

აშშ პოლონეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის, რუსეთი კი ამის საპასუხოდ დასავლეთ საზღვარზე შეიარაღების გაძლიერებასა და გაზრდას აპირებს.

აღასტაფას ბაზარზე გასროლა მოხდა - დაღუპულია 4 ადამიანი

აზერბაიჯანში აღასტაფას ბაზარზე სროლას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოკლულები არიან  შარიგა მუსაევა და მისი ვაჟები ნოვრუზი და შამსადინი, ასევე ზეინაბ ჯალილოვა.

პაკისტანელი მინისტრის კურიოზულმა კადრებმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო

პაკისტანელი პოლიტიკოსის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას კურიოზული შემთხვევა მოხდა, რამაც ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო.

არგენტინასა და ურუგვაიში 48 მილიონი ადამიანი უშუქოდ დარჩა

არგენტინასა და ურუგვაიში ელექტროენერგია გაითიშა. დენი 48 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს აპროტესტებენ.

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა

ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფა მოხდა. ორი თვითმფრინავიერთმანეთს დაფრენისას შეეჯახა.ინფორმაციას NZ Herald-ი  წერს.

გვატემალაში არჩევნებია

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია. ხმის მიცემის უფლება 8.1 მილიონ მოქალაქეს აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამერიკაში მამის დღეა

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მამის დღეა. ამის შესახებ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს.

 

 

კიევის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

აფეთქება, გავრცელებული ცნობით, კიევის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ინდოეთში ძლიერმა სიცხემ 36 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთში ანომალიური სიცხისგან 36 ადამიანი გარდაიცვალა, 50-ზე მეტი ადამიანი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ტემპერატურა 50 გრადუსს აღწვს.