კატეგორიები

უცხოეთი

7 ქვეყნის მოქალაქეები, "გრინ-ქარდის" ფლობის მიუხედავად, აშშ-ში ვეღარ შევლენ

ეგრეთწოდებული "გრინ-ქარდის" მფლობელებიც ვეღარ გადალახავენ აშშ-ის საზღვარს იმ 7 ქვეყნიდან, რომლებშიც უმეტესად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს.

ტრამპი-პუტინის სატელეფონო მოლაპარაკებები ამ წუთებში მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანი შონ სპაისერი იუწყება.

დიდი ბრიტანეთი თურქეთთან ურთიერთობებს აძლიერებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თურქეთის პრეზიდენტ  რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბრიტანეთი თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობებს გააძლიერებს.

საფრანგეთი და გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ეწინააღმდეგებიან 
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ზიგმარ გაბრიელმა და ჟან-მარკ ეირომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გაუქმების თაობაზე უარი განაცხადეს.



კრემლი ტრამპისა და პუტინის დაგეგმილი მოლაპარაკებების მოლოდინების მაზანდას დაბლა წევს
მოსკოვი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დღეს დაგეგმილი სატელეფონო საუბრის მოლოდინების დაბლა დაწევას ცდილობს, როდესაც მას პროტოკოლურ ხასიათს მიაწერს.
ქაიროდან ნიუ იორკში ვერ გაფრინდა რამდენიმე მგზავრი აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების გამო

ერაყის ხუთი და იემენის ერთი მოქალაქე არ აუშვეს თვითმფრინავში, რომელიც ქაიროდან ამერიკაში მიფრინავდა.

მოსკოვის მეტროში დედა-შვილს მატარებელმა გადაუარა
მოსკოვის მეტროსადგურ "მოლოდიოჟნაიაში" 1974 წელს დაბადებული ქალი თავის 9 წლის შვილთან ერთად მატარებელს ჩაუვარდა. მიუხედავად მემანქანის მცდელობისა, შეეჩერებინა მოძრაობა, მატარებელმა დედა-შვილს გადაუარა.
"ჩელსის" სტადიონის მფლობელებმა აბრამოვიჩს არენის 10 საუკუნით იჯარით გადაცემა შესთავაზეს
ინგლისის "ჩელსის" მშობლიური საფეხბურთო სტადიონის მფლობელებმა გინდის პატრონს, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს არენის 999 წლიანი იჯარით გადაცემა შესთავაზეს. ოლიგარქმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
მოსკოვში ფიქრობენ, რომ ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი პოზიტიურ ნოტაზე ჩაივლის

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აშშ-ის პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ სატელეფონო საუბარში "ყველაფერი პოზიტიურად იქნება".

ჩილეში ხანძრის შედეგად რამდენიმე დასახლებული პუნქტი განადგურდა
ჩილეში ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ქალაქი განადგურდა. დაღუპულია ათამდე ადამიანი, 1500 სახლზე მეტი კი, განადგურებულია.
ამერიკა სირიელი დევნილების მიღებას კრძალავს
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, განუსაზღვრელი ვადით კრძალავს.
ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი ვაშინგტონის შემდეგ ანკარას ეწვევა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ვაშინგტონიდან ანკარაში გაემგზავრება და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.
სენატორი მაკკეინი, შესაძლოა, რუსეთის მიმართ სანქციების გამყარების ინიციატივით გამოვიდეს

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ გამოვა კანონმდებლობით, რომელიც გაამყარებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ მოხსნას შეეცდება.

აბორტის საწინააღმდეგო მსვლელობას ვაშინგტონში ათასობით ადამიანი შეუერთდა

ვაშინგტონში აბორტის მოწინააღმდეგეთა ყოველწლიური მსვლელობა მიმდინარეობს, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა.

აშშ მექსიკასთან ახალ ურთიერთობებზე გადადის

მექსიკასთან ურთიერთობების გადახედვის პირობა დადო დღეს დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.

ტრამპმა და მეიმ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს ნაადრევი უწოდეს

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთისთვის სანქციების შესაძლო მოხსნა ნაადრევად მიიჩნიეს.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დონალდ ტრამპთან შესახვედრად უკვე თეთრ სახლში იმყოფება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ტერეზა მეი უკვე თეთრ სახლში იმყოფება, სადაც მისი პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება დონალდ ტრამპთან.


გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრიორიტეტები გაასაჯაროა

გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე მისი უმთავრესი მიზანი აშშ–თან ტრანსატლანტიკური პარტნიორობის უზრუნველყოფა იქნება.

თურქეთი ევროკავშირს ლტოლვილთა საკითხზე შეთანხმების გაუქმებით დაემუქრა
საბერძნეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ თურქეთისთვის სამხედროების ექსტრადირებაზე უარის გამო, ანკარა ევროკავშირს ლტოლვილთა საკითხზე არსებული შეთანხმების გაუქმებით დაემუქრა. 
უკრაინაში 8 მარტისა და 1-9 მაისის აღნიშვნის გაუქმებას აპირებენ
უკრაინის ხელისუფლება 8 მარტის, 1 და 9 მაისის ზეიმის აღნიშვნის გაუქმებას აპირებს, რის შემდეგაც აღნიშნული დღეები ჩვეულებრივ სამუშაო დღეებად გამოცხადდება.