კატეგორიები

უცხოეთი

„როსკოსმოსმა“ სატვირთო კოსმოსური ხომალდის გაუჩინარება დაადასტურა

„როსკოსმოსში“ ადასტურებენ, რომ გასულ ხუთშაბათს გაუჩინარებული კოსმოსური ხომალდის - „პროგრესი МС-04“-ის ნაწილები, სავარაუდოდ, ციმბირთან ახლოს, ტივას რესპუბლიკის თავზე დაიწვა და ატმოსფეროში გაიფანტა.

რუსეთში შიდსით დაავადებული მილიონამდე ადამიანია

მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს რუსეთი აივ-ინფიცირებულთა რაოდენობით. 2016 წლის მონაცემებით, რუსეთში შიდსით დაავადებული მილიონამდე ადამიანია და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება.

მოლდოვაში რუმინეთის ეროვნული დღესასწული იზეიმეს

კიშინიოვის ცენტრალურ ქუჩაზე მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანების მომხრეებმა მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა გაშალეს რუმინეთისა და მოლდოვის სამფეროვანი დროშა, რომლის სიგრძე ათას მეტრს აღწევდა.

რუსეთის „ფარული გავლენის“ წინააღმდეგ აშშ სპეციალურ უწყებას ქმნის

აშშ-ის კონგრესმა კანონპროექტი მიიღო, რომლის მიხედვით, მოქალაქეებსა და სხვა სახელმწიფოების მთავრობებზე რუსეთის ფარული გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უწყებათაშორისი სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

თურქეთში ქალთა საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
თორმეტი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა წუხელ, თურქეთში, ქალთა საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. 
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე უნიკალური სარკოფაგი დამონტაჟდა
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიული მეოთხე ენერგობლოკი ახალი თაობის გიგანტური ფოლადის სარკოფაგით გადაიხურა. 
ალეპოში საომარი მოქმედებების გამო საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

ალეპოში მიმდინარე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ეირო გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

კოლუმბიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი იმყოფებოდა

სამოცდათორმეტი მგზავრი იმყოფებოდა თვითმფრინავში, რომელიც მიფრინავდა ბრაზილიიდან კოლუმბიაში და კატასტროფა განიცადა. 

ოჰაიოს უნივერსიტეტში თავდასხმის ინციდენტი ამოწურულია


აშშ-ის ოჰაიოს სახელმწიფო უნივესრსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის ინციდენტი ამოწურულია და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ბლოკირება მოისხნა. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
აშშ-ში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
რუსმა ექიმებმა კიბოს დამარცხება შეძლეს
რუსი მკვლევარების ჯგუფმა, პროფესორ ალექსანდრ კისილიოვის ხელმძღვანელობით, სიმსივნის საწინააღმდეგო ნაერთი მიიღეს, რომელსაც შეუძლია კიბოს დამარცხება. 
სამართალდამცავებმა უცხოური მედიასაშუალების ჟურნალისტები დააკავეს თურქეთში

სამართალდამცავმა უწყებებმა BBC Turkish-ის კორესპონდენტი ჰატიჯე ქემერი შაბათს თურქეთის ქალაქ შირვანში, ხოლო "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ჰაჯიჯან ფარქინი დეარბაქირში დააკავეს. 

შენობა, სადაც ეუთო-ს სამიტი იყო დაგეგმილი, დაუდგენელმა პირებმა დაწვეს
საგამოფენო პავილიონის შენობას, სადაც ეუთო-ს სამიტი უნდა გაიმართოს, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში შაბათს საღამოს მოხდა. ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.
ისრაელში ტყის მასივებზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ისრაელში, საცხოვრებელი დასახლებების სიახლოვეს, ტყის მასივებზე ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. 
უკრაინაში "გოლოდომორის" რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია გამოაქვეყნეს

"გოლოდომორის" მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინის ხელისუფლებამ იმ პირთა რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელიც 1932-33 წლებში მოსახლეობის ხელოვნურად გაწყვეტას ეწინააღმდეგებოდნენ.

ერაყში "ISIS"-ის ტერორისტების თავდასხმას მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის ქალაქ მოსულში, "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. ტერორისტებმა მოსახლეობაზე თავდასხმა ნაღმმტყორცნებიდან განახორციელეს.
ერდოღანი ევროკავშირის ლიდერებს მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნით ემუქრება
თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს არალეგალი მიგრანტებისთვის თურქეთის საზღვრების გახსნით დაემუქრა. განცხადება ერდოღანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ გააკეთა.
ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა ისრაელში, საპორტო ქალაქ ხაიფაში

80-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა ისრაელში, ქალაქ ხაიფას საცხოვრებელ რაიონში, ტყის მასივზე ოთხშაბათს გაჩენილი ხანძრის გამო.  

ელექტროსადგურის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ჩინეთში

მშენებარე ელექტროსადგურის დროებითი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში. 

ტრაგიკულად დაიღუპა რუსი ბიზნესმენის, პლატონ ლებედევის შვილიშვილი შვეიცარიაში

ავტომობილი, სადაც რუსი ბიზნესმენის პლატონ ლებედევის შვილიშვილი დიანა და მისი 23 წლის მეგობარი ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ლუგანის ტბაში გადავარდა, შვეიცარიის სოფელ კასტაგნოლაში.