უცხოეთი

რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობას მთავრობის გადადგომა სურს

რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის  მთავრობის მუშაობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

თურქეთში გაზსადენთან აფეთქება მოხდა

თურქეთში, საქარიის პროვინციის ჩრდილოეთ-დასავლეთით გაზსადენთან გამთენიისას აფეთქება მოხდა.

თეირანში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, სავარაუდოდ, 10 ადამიანი დაიღუპა

თეირანის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავი Boeing-707 ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იყმოფებოდა.

 

რუსეთში საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

რუსეთში, როსტოვის ოლქში, ხაბაროვის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა.

 

ძლიერი აფეთქება პარიზის ცენტრში, არიან დაშავებულები

პარიზის ცენტრში მდებარე საფუნთუშეში ძლიერი აფეთქება, რომელიც შაბათს, 12 იანვარს მოხდა, სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდების უფლებას ითხოვს

რუსეთის თავდაცვის უწყებამ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

ირანში მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო

ირანში, ისპაანის რაიონში მასშტაბური სამხედრო სწავლება Fadayeeyan Harim Velayat 8 დაიწყო.

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინელი მეზღვაურები გაცვალოს

რუსეთმა შესაძლოა, ის უკრაინელი მეზღვაურები გაცვალოს, რომლებიც 2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში დააკავა. გაცვლა კი უკრაინის საპატიმროებში მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე მოხდება.

ტრამპი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს გამოტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში 22 იანვარს დაიწყება, არ გაემგზავრება.

 

ტრამპი მექსიკის საზღვართან იმყოფებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ჩავიდა, სადაც მესაზღვრეებსა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდა.

ლუკაშენკო რუსეთს ემუქრება

იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი მოკავშირე ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებს და ნავთობის სფეროში გადასახადებისგან მიყენებული ზარალის კომპენსაციაზე არ შეთანხმდება, რუსეთი ბელარუსს როგორც მოკავშირეს დაკარგავს.

ლუკაშენკო რუსეთ-ბელარუსის კავშირის მომავალს მხოლოდ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე ხედავს

რუსეთ-ბელარუსის კავშირის განვითარება მხოლოდ თანაბარუფლებიანობის საფუძველზეა შესაძლებელი, ამასთან საუბარი ორი ქვეყნის გაერთიანებაზე არ მიდის.

ბენ ხოჯესი: აშშ ევროპას რუსეთის შეკავებაში ვერ დაეხმარება

ჩინეთთან ომის შემთხვევაში ამერიკა ევროპას რუსეთის შეკავებაში ვერ დაეხმარება.

„ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთი ლიდერი იტალიის ვიცე-პრემიერთან შესახვედრად ემზადება

საფრანგეთის მოძრაობა ე.წ.“ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთი ლიდერი ერიკ დრუე აცხადებს, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით იტალიის ვიცე-პრემიერის ლუიჯი დი მაიოს მიწვევას  მიიღებს.

რუსეთი ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ბაზას ხსნის

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მარი ნოელ კოიარის განცხადებით, ქვეყანაში, შესაძლოა რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს.

სუდანში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, არის მსხვერპლიც

სუდანში პოლიციამ ანტისამთავრობო აქცია ცრელსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

ტრამპმა შესაძლოა, დავოსის ფორუმი გამოტოვოს

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, „შათ დაუნის“ გამო, გამოტოვოს.

კიმ ჩენ ინი იმედოვნებს, რომ ტრამპთან „ნაყოფიერ“ სამიტს გამართავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის მეორე რაუნდი ნაყოფიერი იყოს და ისეთი შედეგით დასრულდეს, რომელიც მსოფლიოს თანამეგობრობას დააკმაყოფილებს.

საფრანგეთის მთავრობა აცხადებს, რომ "ყვითელჟილეტიანები" საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ე.წ."ყვითელი ჟილეტების" აქტივისტები საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.

გერმანიის სამი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის სამი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა დიუსელდორფის, კიოლნისა და შტუტგარტის აეროპორტში 24 საათს გაგრძელდება.