უცხოეთი

Ту-15-ის ჩამოვარდნის ადგილზე კიდევ 3 ცხედარი იპოვეს

სოჭის რაიონში, შავ ზღვაში რუსული თვითმფრინავის Ту-154-ის ჩამოვარდნის ადგილზე, მაშველებმა კიდევ 3 ცხედარი იპოვეს. ჯამში 15 ცხედარია უკვე ნაპოვნი.

"ვარსკვლავური ომების" მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი, რომელიც "ვარსკვლავური ომებიდან" პრინცესა ლეიას როლით არის ცნობილი, გულის შეტევასთან ბრძოლის შემდეგ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.


შეიარაღებულმა პირმა ერაყელი ჟურნალისტი ქალი გაიტაცა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, საკუთარი სახლიდან ჟურნალისტი ქალი აფრაჰ შავქი ალ-ქაისი შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა. ჟურნალისტი ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებდა.

ტერორისტი ნიგერიელი ქალი ლინჩის წესით გაასამართლეს

ტერორისტი ქალი, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა ვერ მოახერხა, ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგურიში, ხალხმა ბაზრობაზევე ლინჩის წესით გაასამართლა.

გოა–მუმბაის რეისის თვითმფრინავმა ასაფრენ ბილიკზე განიცადა ავარია, დაშავდა 15 ადამიანი

გოადან მუმბაიში მიმავალმა თვითმფრინავმა დაბოლიმის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან ასაფრენად მზადებისას მიმართულება შეიცვალა, რის გამოც ბორტზე მყოფი 161 მგზავრიდან 15 დაშავდა.

შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსული ავიალაინერიდან პირველი "შავი ყუთი" ამოიღეს

შავ ზღვაში 25 დეკემბერს ჩავარდნილი რუსული სამხედრო ავიალაინერიდან ფრენის მონაცემთა ჩამწერი ერთი "შავი ყუთი" ამოიღო რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა. 

თურქეთში სასადილოს მფლობელი დააპატიმრეს პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო

ოპოზიციური თურქული გაზეთის Cumhuriyet სასადილოს მფლობელი შელონ ბურანი იმის გამო დააკავეს, რომ მან საჯაროდ განაცხადა „ერდოღანს ჩაის ცხოვრებაში არასოდეს მოვუდუღებ“.

რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის შეტანა აკრძალა

რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 

უგანდის ალბერტის ტბაში ფეხბურთელები დაიხრჩვნენ

უგანდის ალბერტის ტბაში საფეხბურთო გუნდის გადამყვანი ნავის გადაბრუნების შედეგად, 30-მდე ადამიანი დაიხრჩო.  

მოსკოვის სადგურებზე ათასობით ადამიანის ევაკუაცია ცრუ განგაშის გამო მოხდა

მოსკოვის რკინიგზის სამ სადგურზე გამოცხადებული განგაში ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ რუსული მედია, სარკინიგზო დეპარტამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

მოსკოვის სამ სარკინიგზო სადგურზე ევაკუაცია მიმდინარეობს

მოსკოვის სამ სარკინიგზო სადგურზე – იაროსლავსკაია, კაზანსკი და ლენინგრადსკი – მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC რუსეთის რკინიგზის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

მომღერლის მენეჯერის თქმით, ჯორჯ მაიკლი გულის შეტევით გარდაიცვალა
ბრიტანელი მომღერლის ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, აცხადებს პოპვარსკვლავის მენეჯერი. 
შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსული თვითმფრინავის 10 მგზავრის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს

საქართველოს საზღვართან ახლოს, შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის ათი დაღუპული მგზავრის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს, სადაც ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის 7 მგზავრის ცხედარი ნაპოვნია

საქართველოს საზღვართან ახლოს, შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის შვიდი დაღუპული მგზავრის ცხედარი ნაპოვნია. ლაინერის ფრაგმენტები 70 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

მსოფლიო ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა
მსოფლიო ვარსკვლავი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა 53 წლის ასაკში . ის გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.  
შავ ზღვაში ჩავარდნილი რუსული თვითმფრინავის სამაშველო ოპერაციის ვიდეოკადრები

სოჭთან ახლოს, შავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის Ту-154-ის სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ვიდეოკადრები ვრცელდება.

მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. ავიალაინერი რეისს მოსკოვიდან დრეზდენის მიმართულებით ასრულებდა.

ჩილეში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

სამხრეთ დასავლეთ ჩილეში, ქალაქ პუერტო მონტთან 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრი ავრცელებს. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსოფლიო ტერორიზმსა და ომს დაამარცხებს

რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო ქადაგებაში მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში ომი და ტერორიზმი დამარცხდება.

თვითმფრინავ Ту-154-ის კატასტროფის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება

სოჭში, თვითმფრინავ Ту-154 კატასტროფის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება. ვიდეოში შავ ზღვაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების კადრები ჩანს.