უცხოეთი

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ყირიმის რუსეთთან შეერთებას ანექსიად არ მიიჩნევს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი ყირიმის რუსეთთან შეერთებას და აღნიშნულ საკითხზე გამართულ რეფერენდუმს კანონიერად მიიჩნევს.
სტამბულელი ტერორისტი ყირგიზეთის მოქალაქე აღმოჩნდა

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სტამბულის ღამის კლუბზე თავმდამსხმელის ვინაობა დაადგინეს. ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე, 28 წლის იახიე მაშრაპოვი აღმოჩნდა. 

შვეიცარიაში პოლიციელებს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს

შვეიცარიაში, რეჰეთობელშის მუნუციპალიტეტში უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა 2 პოლიციელი დაჭრა. დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

ჩილეში ძლიერი ხანძარია

ჩილეში ტყის მასივებზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად, 19 ადამიანი დაშავდა, ასობით საცხოვრებელი სახლი კი, განადგურდა.

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერრიში გახდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეცხრე გენერალური მდივანი, პორტუგალიელი ანტონიუ გუტერრიში საქმიანობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგა.

სირიის ოპოზიციის ნაწილმა ასტანის მოლაპარაკებებისთვის მზადება შეაჩერა

სირიის ოპოზიციის ათამდე დაჯგუფებამ, ოფიციალური დამასკოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევის გამო, ყაზახეთის დედაქალაქში გასამართი მოლაპარაკებებისთვის მზადება შეაჩერა. 

სტამბულის ღამის კლუბზე თავდამსხმელი ტერორისტის ოჯახის წევრები დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა სტამბულის ღამის კლუბზე თავდამსხმელი ტერორისტის ოჯახის წევრები დააკავეს.

თურქეთში გიულენის მომხრე 10 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს პატიმრობიდან

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში კავშირის ბრალდებით დაპატიმრებული 10 265 ადამიანი ბრალეულობის მტკიცებულების არ ქონის გამო გაათავისუფლეს.

თურქეთის პოლიცია სტამბულის ღამის კლუბზე თავდამსხმელის პირველ ფოტოებს ავრცელებს

თურქეთის პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცის ფოტოები გაავრცელა, რომელმაც ახალი წლის ღამეს, სტამბულის ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი მოკლა.

სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი რვა პირი დააკავეს თურქეთში
თურქმა სამართალდამცველებმა რვა პირი დააკავეს, რომლებიც სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტში არიან ბრალდებულნი.
ტერორიზმში ბრალდებული ათი პატიმარი გაიქცა ბაჰრეინის ციხიდან

ბაჰრეინის დედაქალაქში მდებარე ციხეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ტერორიზმში ბრალდებული 10 პატიმარი გაათავისუფლეს.

ყაზახეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად
სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა ყაზახეთში მრავალსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად, რომელიც სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია.
სომალიში აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა აეროპორტის მახლობლად, რასაც წინ სროლა უძღვოდა.
დონალდ ტრამპი ამერიკიდან რუსი დიპლომატების გაძევებას არასათანადო ქმედებად აფასებს
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკიდან 35 რუსი დიპლომატის გაძევება არასათანადო ქმედება იყო.
ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქების შედეგად.
სტამბოლში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

პირველ იანვარს სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

ბოლივიაში წყალდიდობამ რვა ადამიანი იმსხვერპლა
სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და ასეულობით ევაკუირებულია ბოლივიაში მომხდარი წყალდიდობის გამო.
ბარსელონაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
ბარსელონას ცენტრში შეიარაღებული პირის მიერ ცეცხის გახსნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
იტალიელმა პოლიციელმა ბომბის განეიტრალების მცდელობისას თვალი და ხელი დაკარგა
იტალიის ქალაქ ფლორენციაში ბომბის განეიტრალებისას სამართალდამცველმა თვალი და ხელი დაკარგა.
თურქი სამართალდამცველები სტამბოლის ტერაქტში ბრალდებულის ძებნას განაგრძობენ
თურქი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ სტამბოლის ტერაქტში ბრალდებულს, რომელიც ღამის კლუბში შეიჭრა და 39 ადამიანი მოკლა.