უცხოეთი

ტრაგიკულად დაიღუპა რუსი ბიზნესმენის, პლატონ ლებედევის შვილიშვილი შვეიცარიაში

ავტომობილი, სადაც რუსი ბიზნესმენის პლატონ ლებედევის შვილიშვილი დიანა და მისი 23 წლის მეგობარი ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ლუგანის ტბაში გადავარდა, შვეიცარიის სოფელ კასტაგნოლაში.  

მოხუცთა სახლზე თავდასხმის დროს ქალი მოკლეს საფრანგეთში

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მოხუცთა თავშესაფარში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, შენობაში შესვლამდე კი, დანით ქალი მოკლა. 

ერაყში მომხდარ აფეთქებას 70–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ჰილაში 70–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ხუთშაბათს ავტოგასამართ სადგურზე დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად. გარდაცვლილთაგან უმეტესობა ირანელი მომლოცველია. 

ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეწყდა

ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მხარი დაუჭირეს თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერებას, ანკარის მიერ ქვეყნაში გატარებული რეპრესიების გამო, ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციით.

მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან მიდის

მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს. მარტინ შულცი გერმანულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელექტროსადგურის ჩამონგრევას ჩინეთში მინიმუმ 40 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის დროებითი კონსტრუქციის ჩამონგრევას ხუთშაბათს, სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ.

ბარაკ ობამამ მადლიერების დღეს ინდაურები შეიწყალა

შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში მადლიერების დღის ასაღნიშნი ტრადიციული ცერემონია ჩაატარა და ინდაურები შეიწყალა.

დონალდ ტრამპმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები დაასახელა

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრების ვინაობა დაასახელა. 

თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თურქეთში, ადანას პროვინციაში, გუბერნიის შენობის წინ ხუთშაბათს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
კიევში თოვლის ბაბუას და ფიფქიას “დეკომუნიზაცია“ შეეხო

უკრაინის მთავარი ნაძვის ხის გაფორმებაზე პასუხისმგებელი, ეთნოკულტურული პროექტის Folk Ukraine-ის დამფუძნებელი იგორ დობრუცკი თოვლის ბაბუას საბჭოთა ეპოქის გადმონაშთად თვლის. 

ბარაკ ობამამ რობერტ დე ნირო, ტომ ჰენკსი, მერილ სტრიპი და მაიკლ ჯორდანი დააჯილდოვა

პრეზიდენტის რანგში ბარაკ ობამაბ თეთრ სახლში ბოლო დაჯოლდოების ცერემონიალს უმასპინძლა. პრეზიდენტმა 21 გამორჩეულ ამერიკელს პრეზიდენტის თავისუფლების მედლები გადასცა. 

ჩინეთში 17 ადამიანი დაიღუპა 57 ავტომობილის შეჯახების შედეგად

ჩინეთში მომხდარ ავტოავარიაში 17 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა. ავარიაში 57 ავტომობილი დაიმტვრა. მომხდარის შესეხაბ უცხოური მედია იუწყება.

ტერორიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს ამერიკა ევროპელებს

შობის დღესასწაულზე ტერორიზმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს ევროპას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. 

ცუნამის საფრთხე შეიქმნა იაპონიაში, სამშაბათს, 7.3-ბალიანი მიწისძვრის გამო

ძლიერი მიწისძვრა მოხდა იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, გამთენიას, რომლის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 7,3 მაგნიტუდა შეადგინა. სპეციალისტები მიწისძვრის გამო, ცუნამს ელოდებიან.

პოლიციამ ტერაქტები აღკვეთა სტრასბურგსა და მარსელში

ტერაქტის შესაძლო მზადების ბრალდებით, სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ადამიანი დააკავა ადგილობრივმა პოლიციამ. აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნერმა გაავრცელა. 

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობას უკრაინელების შეურაცხყოფად აფასებს ვლადიმერ პუტინი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობა, ოდესელებისა და უკრაინელების შეურაცხყოფად მიაჩნია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. 

ქაბულის შიიტურ მეჩეთში აფეთქებას 27 ადამიანი შეეწირა

თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა ორშაბათს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში.

არგენტინაში მიწისძვრა მოხდა
არგენტინაში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ორშაბათს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. 
ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აპირებს კენჭისყრას გერმანიის კანცლერის პოსტზე

ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აპირებს კენჭისყრას გერმანიის კანცლერი პოსტზე. ამის შესახებ მერკელის პარტიის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" წევრმა განაცხადა. 

ასამდე გაიზარდა ინდოეთის სარკინიგზო ავარიაში დაღუპულთა რაოდენობა

ასამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კვირას, ინდოეთში, შტატ უტარ-პრადეში 14 ვაგონის რელსებიდან გადასვლის შედეგად. დაშავებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს.