უცხოეთი

მერკელმა ერდოღარის კრიტიკას „უადგილო“ უწოდა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს „უადგილო“ უწოდა თურქეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამონათქვამს, რომ ბერლინის პოლიტიკა ანკარის მიმართ არაფრით განსხვავდება ნაცისტური მეთოდებისგან.

უკრაინაში კოკსოქიმიური ქარხანა აფეთქდა

უკრაინაში, ავდეევკას კოკსოქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ერევანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ერევანს ეწვია, სადაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სომხეთ-რუსეთის კონსულტაციები გაიმართება.

თურქეთის პრემიერის ვერტმფრენმა საგანგებო დაშვება განახორციელა

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდიმირის ვერტმფრენმა მუშის პროვინციაში საგანგებო დაშვება განახორციელა. ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აზერბაიჯანში რადიკალური რელიგიური სექტის 23 წევრი დააკავეს

აზერბაიჯანის ქალაქ გუბაში რადიკალური რელიგიური სექტის 23 წევრი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ქალი დააპატიმრეს

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე 33 წლის ეკატერინა ბ. ანკარაში დააკავეს. ამის შესახებ CNN Turk იუწყება.

ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი ინგუშეთის ალანიად გამოცხადებას არ დაუშვებს

ლადიკავკაზში 1000-მდე ადამიანმა ინგუშეთისათვის ალანიის შესაძლო დარქმევა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ბიტაროვიც შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.

ერდოღანმა ანკარის მიმართ გერმანიის პოლიტიკა ნაცისტების მეთოდებს შეადარა

გერმანიის სამი ქალაქის მიერ თურქი მინისტრებისათვის წინასაარჩევნო გამოსვლების აკრძალვის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღარმა ანკარის მიმართ გერმანიის პოლიტიკა ნაცისტების მეთოდებს შეადარა.

მოსკოვის მეტროში მგზავრს მატარებელმა გადაუარა

მოსკოვის მეტროში მგზავრი, რომელიც რელსებზე ჩავარდა სადგურზე მატარებლის შესვლის დროს, ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა რუსეთის დედაქალაქის მეტროსადგურ „ანინოში“ მოხდა.

პარიზში ფრანსუა ფიიონის მხარდამჭერთა მასობრივი აქცია მიმდინარეობს

პარისზში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდნეტო კანდიდატის ფრანსუა ფიიონის მხარდამჭერთა მიტინგი დაიწყო.

მექსიკამ აშშ–ში თავისი მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების ცენტრები შექმნა

მექსიკის მთავრობამ აშშ–ში განთავსებულ 50 საკონსულოში, თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით, იურიდიული დახმარების ცენტრები გახსნა.

სირიის ავიაგამანადგურებლის კატაპულტირებული პილოტი თურქმა მაშველებმა იპოვეს

თურქმა მაშველებმა ქვეყნის სამხრეთით ჩამოვარდნილი სირიის კუთვნიში ავიაგამანადგურებლის МиГ-23-ის პილოტი იპოვეს. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah წერს.

ბოლო 2 დღეში სომალიში შიმშილით 100–ზე მეტი ადამიანი მოკვდა

სომალის სამხრეთში ხანგრძლივი გვალვის გამო შიმშილით 110 ადამიანი მოკვდა ბოლო 2 დღის განმავლობაში.

უკრაინა–რუსეთის დამაკავშირებელ რკინიგზაზე რადიკალები წინაღობებს აგებენ

ბლოკადის მონაწილეებმა დინბასში უკრაინა–რუსეთის დამაკავშირებელ რკინიგზაზე წინაღობების აგება დაიწყეს. მიზანი – ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის ხელშეშლაა.

სირიის სამხედრო თვითმფრინავი თურქეთის სამხრეთით ჩამოვარდა

სირიის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა МиГ-21–მა თურქეთის სამხრეთ პროვინციაში ჰატაიში განიცადა კატასტროფა. ფაქტი თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა დაადასტურა.

ჰააგამ ერდოღანის რეფერენდუმის თურქული სააგიტაციო კამპანია აკრძალა

ჰააგის სასამართლომ თურქეთის მთავრობის მიერ ევროპაში ერდოღანის საპრეზიდენტო რესპუბლიკის რეფერენდუმის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება აკრძალა.

მალაიზია ჩრდილოეთ კორეის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ჩრდილოეთ კორეის ელჩი კან ჩხოლი მალაიზიაში პერსონა ნან გრატად გამოცხადდა. ელჩს 48 საათი მისცეს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად.

ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული ორი ახალგაზრდა ქალი რუსეთში პოლიციამ დააკავა

ოთხწევრიანი ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული ორი ახალგაზრდა ქალი რუსეთის ტივას ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციამ დააკავა.

უმრავლესობის დეპუტატი "რუსთავი 2"-ის საქმის საერთაშორისო ჭრილში გადასვლას მიესალმება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის აზრით, სტრასბურგის სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქართველოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. 

სირიის საკითხზე მოლაპარაკებები ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა

სირიის საკითხზე მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა ჟენევაში. ერთადერთი, რასაც მხარეებმა მიაღწიეს ათდღიანი კონსულტაციების შემდეგ, ესაა მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდის პროგრამა.