უცხოეთი

ლიბიიდან თვითმფრინავი გაიტაცეს

ლიბიიდან თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლის ბორტზეც 118 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მალტის აეროპორტში დაჯდა.

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მილანში მოკლეს

მილანში ორმხრივი სროლის დროს მოკლეს ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი, ტუნისელი წარმოშობის ანის ამრი. 

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული აქტები აღკვეთეს
ბერლინში მომხდარ ტერორისტულ აქტამდე, სასიკვდილო თავდასხმების განხორციელების უამრავი მცდელობა აღიკვეთა საშობაო ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებზე ევროპის მასშტაბით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.  
ისლამური სახელმწიფო რუსი დიპლომატების "დასახვრეტთა სიას" ამზადებს

რუსი დიპლომატების "დასახვრეტთა სიას" ამზადებენ "ისლამური სახელმწიფო" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი ილიას უმახანოვი ავრცელებს. 

ძლიერი ხანძარია ბარნაულის რადიოქარხანაში
რუსეთში, ბარნაულის რადიოქარხანაში ძლიერი ხანძარის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ქარხნის მთელ ტერიტორიაზეა მოდებული.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს თურქეთში

თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი პერვინ ბულდანი დააკევეს პროქურთული პარტიიდან. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ხალხთა დემოკრატია" ავრცელებს.

ცოცხლად დაწვეს თურქი ჯარისკაცები ტერორისტებმა
 ორი თურქი ჯარისკაცი ცოცხლად დაწვეს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა.
სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დაგეგმვაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს გერმანიაში

2 მამაკაცი დააკავეს გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე, ქალაქ დუისბურგში, სამართალდამცავებმა. დაკავებულები სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ.

ლიტვის სასამართლო "გაზპრომზე" 35.6 მილიონ ევროიანი ჯარიმის დაკისრებას გამართლებულად მიიჩნევს
ლიტვური სააგენტო BNS-ის ცნობით, ლიტვის სასამართლომ დააკმაყოფილა ადგილობრივი კონკურენციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია"გაზპრომს" ჯარიმის სახით 35.6 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.
ასადის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა
სირიის სახელმწიფო მედიის განაცხადებით, ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარა და ხუთწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ყველაზე გადამწყვეტ მომენტს აღნიშნავს. 
დონალდ ტრამპი აშშ-ის ბირთვული პოტენციალის გაზრდას გეგმავს
აშშ-ის ბირთვული პოტენციალის გაზრდას გეგმავს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. აღნიშნული განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხებულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, დიდთოვლობისა და გაუმართავი ავტომობილების გამო, აღმოსავლეთ ალეპოდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და მეამბოხე მებრძოლის ევაკუაცია შეფერხებულია.

ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელის ანაბეჭდები აღმოაჩინეს სატვირთოზე

სატვირთო ავტომობილზე ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ანის ამრის თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს გერმანელმა სამართალდამცველებმა.

ექსკლუზივი
სტალინის შვილიშვილს მოსკოვში დაკრძალავენ

სტალინის შვილიშვილს ევგენი ჯუღაშვილს მოსკოვში, გოლოვინის სასაფლაოზე, დედის, ნანა ნოზაძის გვერდით დაკრძალავენ. ამის შესახებ "პირველს" გარდაცვლილის შვილმა იაკობ ჯუღაშვილმა აცნობა.

ბერლინის მეტროსა და სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია მიმდინარეობს
ბერლინის მეტროში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მგზავრების ევაკუაცია დაიწყეს.
პუტინი რუსეთს ნებისმიერ აგრესორზე ძლიერად მიიჩნევს

რუსეთი დღეს ნებისმიერ პოტენციურ აგრესორზე ძლიერია, განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე.

სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა
სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი მოსკოვში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში 140-მდე შენობა დაიწვა
იაპონიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რესტორანში გაჩენილი ხანძარი, ძლიერი ქარის გამო, 140-მდე შენობას მოედო და დაიწვა.
სირიაში 138 ტერორისტის განეიტრალება მოხდა
თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოპერაცია "ევფრატის ფარის" ფარგლებში, სირიის ალ-ბაბის რეგიონში, დაღუპულია 138 დაეშის ტერორისტი და დაჭრილია მრავალი.  
ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

გერმანიაში, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს გერმანელმა სამართალდამცველებმა დორტმუნდში.