აზერბაიჯანი დღეს, 18 ოქტომბერს სახელმწიფო დამოუკიდებლობის 28 წლის იუბილეს აღნიშნავს.
უცხოეთი
თურქეთი და ამერიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის საკითხზე სამსჯელოდ 22 ოქტომბერს სოჭში შეხვდებიან.
რუსეთში, ქალაქ სევერდოვინსკში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქურთები დანებდებიან.
გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.
იაპონიაში დამანგრეველი ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი არ აპირებს შეასრულოს ვაშინგტონის მოწოდებები ჩრდილოეთ სირიაში ქურთ ტერორისტებთან ზავის დადების შესახებ.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ მთავრობა ბრექსითს 31 ოქტომბერს განახორციელებს.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.
იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
როგორც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა იაპონიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსთა საბჭომ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების უფლება აღიარა.
იაპონიაში ტაიფუნს ამ დრომდე ებრძვიან, როგორც ადგილობრივი მედია წერს 1 ადამიანი დაიღუბა 4 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის ეკონომიკას განადგურებით ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს.
ჩემი მთავარი მისია ომის დასრულებაა და ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება ამის განხორციელება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა.
აჟერბაიჯანის ახალი პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გახდა. მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას დღეს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
რუსეთის დუმის დსთ–ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში აღდგეს.
უკრაინის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს პროსტიტუციის ლეგალიზაციის საკითხი. აღნიშნული ინიციატივა მოსაზრება ქვეყნის ეროვნული პოლიციის ახალმა უფროსმა იგორ კლიმენკომ გამოთქვა.
კიევის ცენტრში, მაიდანზე - მიმდინარეობს მიტინგი, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების პროცესში რუსეთის მიმართ დათმობებს.