კატეგორიები

უცხოეთი

ფხენიანი აშშ-ზე თავდასხმისთვის ემზადება

ფხენიანი გააგრძელებს ბირთვულ იარაღზე მუშაობას, ვიდერე არ იქნება მზად, აშშ-ს საპასუხო ბირთვული შეტევით უპასუხოს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, წერს სააგენტო "რიოხნაპი".

საქართველოს მოქალაქე თურქეთიდან ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს

საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჩემოდნით 27 წლის ქალის გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

ამერიკის სანაპიროსთან მორიგი ტროპიკული შტორმი „ხოსე“ იკრებს ძალას

ატლანტიკის ოკეანეში წარმოქმნილი ტროპიკული შტორმის „ხოსე“ გაძლიერდება და ქარიშხლად ჩამოყალიბებას ვარაუდობენ ამერიკელი სინოპტიკოსები.

ბარზანიმ ერაყის ქურთისტანის პარლამენტი მოიწვია

ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა ორწლიანი პაუზის შემდეგ დღეს საღამოს განაახლა მუშაობა. 

შვედი პოლიტიკოსი კაცის გაუპატიურების მიზეზი მისი შეხედულებები აღმოჩნდა

შვედეთის ქალაქ ფალუნის მემარცხენე პარტიის განყოფილების უფროსი პატრიკ ლილეგლოდი აცხადებს, რომ გასულ ზაფხულს მას თავს დაესხნენ და გააუპატიურეს, თავისი შეხედულებების გამო.

ამერიკული კერძო სადაზვერვო სააგენტო თემურ მახაურის ლიკვიდაციაში პუტინის დაკვეთას ხედავს

თემურ მახაურის ლიკვიდაციაში სავარაუდოდ, პუტინის დაქირავებული მკვლელები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემას ამერიკული კერძო სადაზვერვო სააგენტო Stratfor-ის ანალიტიკოსმა სკოტ სტიუარტმა განუცხადა.

დომინიკელი გოგო სმარტფონმა იმსხვერპლა

დომინიკელი გოგო დასამუხტად შეერთებულ სმარტფონზე შეხებით გარდაიცვალა. დენის დარტყმის მომენტი გარდაცვლილის დედის თვალწინ მოხდა.

შეყვარებული არასრულწლოვნები პაკისტანში მშობლებმა მოკლეს

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში შეყვარებული არასრულწლოვნები, რომლებიც გაქცევას და დაქორწინებას აპირებდნენ, მშობლებმა და ახლობლებმა დენით მოკლეს.

ლონდონის მეტროსადგურში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

ლონდონის მეტროსადგურ „პარსონს-გრინზე“ ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ლონდონის მეტროსადგურ "პარსონს-გრინზე" მომხდარ აფეთქებას სამართალდამცველებმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

რუსული ბომბდამშენი წვრთნების დროს მიწაზე დაენარცხა

სწავლება "დასავლეთი 2017"-ში მონაწილე რუსული ბომბდამშენი "Ту-22М3" მწყობრიდან გამოვიდა და ავარიული დაშვება განახორციელა. პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბრიტანელი კაცი შრი-ლანკაში ნიანგმა დაგლიჯა

ბრიტანელი 24 წლის პოლ მაკკლეანი შრი-ლანკაზე, არუგამის სანაპიროზე მდინარიდან ადგილობრივებმა ამოიყვანეს. თვითმხილველების განცხადებით, ბრიტანელი კაცი ნიანგმა დაგლიჯა.

აფეთქება ლონდონში - ფოტოკოლაჟი

ლონდონის მეტროში, სადგურ "პარსონს-გრინზე", აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანმა დამწვრობა მიიღო. "პირველი" შემთხვევის ამსახველ ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.

შეიქმნა პრეპარატი, რომელიც რამდენიმე ვაქცინას შეიცავს

აშშ-ის მკვლევარებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც რამდენიმე ვაქცინას შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვისთვის საჭირო ყველა ვაქცინა ამიერიდან ერთი ჩხვლეტით შევა ორგანიზმში.

ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

ლონდონის მეტროში, სადგურ "პარსონს-გრინზე", აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანმა დამწვრობა მიიღო. ინფორმაციას SUN ავრცელებს.

პარიზში დანით შეიარაღებული პირი ჯარისკაცს დაესხა თავს

ცივი იარაღით შეიარაღებული უცნობი კაცი პარიზში სამხედრო მოსამსახურეს დაესხა თავს. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

სოციოლოგებმა დაადგინეს დაუჭერენ თუ არა კიეველები მხარს სააკაშვილს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში კიეველების მხოლოდ 7,5%-ია მზად მონაწილეობა მიიღოს.

კელნის აეროპორტში „თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა

გერმანიის ქალაქ კელნის აეროპორტში მოსალოდნელი საფრთხის გამო „თურქული ავიახაზების“ თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან

ლიბიაში დაკავებულ 3 ქართველ მეზღვაურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ "პირველს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ უთხრა.

ტეხასის სანაპიროზე ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ ზღვამ უცნაური გიგანტური არსება გამორიყა

ქარიშხალ „ჰარვის“ შემდეგ ტეხასის სანაპიროზე ზღვამ უცნაური არსება გამორიყა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.