მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოლცმა პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილი გამოთქვა

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში ომის დასრულებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით შეეცდება. 

მე კვლავ ვესაუბრები პუტინს ტელეფონით, რადგან ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან საუბარი. სწორედ პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს ეს საშინელი უაზრო ომი, რომელსაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, სანამ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, სიტუაცია არ შეიცვლება.

„დროდადრო ჩვენ განვიხილავდით ტყვეთა გაცვლის, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები დაუბრუნდეს აქტუალურ საკითხს“, - აცხადებს შოლცი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ირანის მტკიცებით, დრონებით დაბომბვა, წარუმატებელი იყო

➖ ავღანეთში რეკორდული სიცივის შედეგად 166 ადამიანი დაიღუპა

➖ ირანში სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბეს

➖ ისრაელი ჯარს პოლიციით აძლიერებს