მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე, არ შემიძლია იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის ატანა, რომელიც ჩემზე ხორციელდება - სააკაშვილის მედდა

მიხეილ სააკაშვილის მედდა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადება დაწერა, რადგან მისივე თქმით, იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს, რომელიც მის მიმართ ხორციელდება. 

„სასამართლოს შემდეგ მე განცხადება დავწერე. გუშინ შევიტანე ეს განცხადება ქალბატონ ნინო ნადირაძესთან, სადაც წერია რომ მე აღარ შემიძლია მანდ მუშაობა. ვეღარ ვიტან იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც ჩემზე ხორციელდება. 

მე ვარ ექთანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. სასამართლოზე ბატონმა შალვამ  მთელი მსოფლიოს წინ განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც  იყო იმ კადრებში. იმ კადრებში სახე მაინც იყო დაფარული, ისეთი სტრესი იყო ჩემთვის ამის მოსმენა... კი ბატონო მე ვიყავი. 

ნივთებს ისროდა, ეს კადრებიდანაც ჩანს, რომც არ ვთქვა, ეს არავისთვის არ იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა, პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი დამეწყნარებინა, ვცდილობდი ამეწია საწოლის სახელურები, რომ არ გადმოვარდნილიყო, რაზედაც მივიღე უარი“, - აცხადებს სააკაშვილის მედდა. 

ამავე თემაზე:

✔️ ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში - სააკაშვილის მედდა

✔️ შეთავაზებულ ენერგორესურსებზე სააკაშვილი უარს ამბობს, იქნებ დაელაპარაკონ და თანხმობა განაცხადოს - ზურაბ ჩხაიძე