მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში - სააკაშვილის მედდა

მიხეილ სააკაშვილის მედდა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილთან არ იმუშავებს, რადგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს.

„ჩვენი ოთახი [სააკაშვილის პალატის] მოპირდაპირე მხარეს არის და რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია - ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში.

ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში. მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, - ამბობს მედდა.

ამასთან, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ შეთავაზებულ ენერგორესურსებზე სააკაშვილი უარს ამბობს

„ენერგორესურსები რაც შეთავაზებულია, თვითონ უარს ამბობს. პაციენტს იქნებ დაელაპარაკონ და თანხმობა განაცხადოს. იძულებითი წესით მკურნალობა არსად არ არის მიღებული და არც ჩვენს კლინიკაში“, - აცხადებს ჩხაიძე. 

ამავე თემაზე: 

✔️ შეთავაზებულ ენერგორესურსებზე სააკაშვილი უარს ამბობს, იქნებ დაელაპარაკონ და თანხმობა განაცხადოს - ზურაბ ჩხაიძე