მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

The New York Times სტატია საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაშიო, რუსი ჟურნალისტის დაწერილია, რომელიც ყველაფრის მკადრებელია ფულის სანაცვლოდ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Pia.ge

„The New York Times რომ სტატია დაწერა, საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაშიო, მერე ნაცმედიამ რომ აიტაცა, იცით ვისი დაწერილია?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი The New York Times გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის თანახმად საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება. 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, სტატია რუსი ჟურნალისტის დაწერილია, რომელიც ყველაფრის მკადრებელია ფულის სანაცვლოდ.

ნიკოლეიშვილის თქმით, ჟურნალისტს ასევე, დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. ნაცმედიებმა კი, სწორედ, ეს არსება გაიხადა მოკავშირედ.

„The New York Times რომ სტატია დაწერა, საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაშიო, მერე ნაცმედიამ რომ აიტაცა, იცით ვისი დაწერილია? რუსი ჟურნალისტის, რომელიც ყველაფრის მკადრებელია ფულის სანაცვლოდ. როგორც ირკვევა, მას ასევე დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, დაგულაობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არც კრემლის წინ, წითელ მოედანზე ეუხერხულება პოზირება. აი, ეს უსამშობლო არსება გაიხადეს ნაცმედიებმა მოკავშირედ. თუმცა რა არის გასაკვირი, თავადაც ხომ უსამშობლო მოღალატეები არიან,” - წერს ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, „როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში: სატვირთო მანქანების გრძელი რიგი საქართველოს გავლით“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ სტატია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოველდღე საქართველოში რუსეთთან საზღვართან სატვირთო მანქანების რიგები დგას. ისინი მანქანის ნაწილებით, სამრეწველო მასალებით და სხვადასხვა პროდუქტით დატვირთულები დღეების განმავლობაში ელოდებიან საზღვრის გადაკვეთას და იმ მგზავრობის დასრულებას, რომელიც ჩვეულებრივ თურქეთიდან იწყება და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში სრულდება.