თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართული აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.
სამართალი
სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა "ვროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერისთვის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
პარლამენტში, პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს.
პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში 2 პირი: 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974
წელს დაბადებული ლ.ნ. დააკავეს.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავეს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას პოლიციამ ბრალი მის საცხოვრებელ სახლში წარუდგინა.
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი დაჭრეს.
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე
ხოჯევანიშვილმა გახსნა.
სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა და ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 3 პირი: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს დაბადებული დ. ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.
"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა", - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"დღეს, საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს იმის თაობაზე, იყო თუ არა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები“ ,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.
გადაიხედება თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.