კატეგორიები

სამართალი

ლანჩხუთში წუხელ მომხდარი მკვლელობა გახსნილია

პოლიციამ ერთი პირი დააკავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩიბათში შუახნის მამაკაცის მკვლელობისთვის. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში აცნობეს.

მთავარი პროკურორი პირობას დებს, რომ მომავალ ხელმძღვანელს დამოუკიდებელ უწყებას ჩააბარებს

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებთან პირობა დადო, რომ მომავალ ხელმძღვანელს დამოუკიდებელ და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ პროკურატურას ჩააბარებს.

მთავარი პროკურორი ერთწლიან ანგარიშს წარადგენს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრებს ერთწლიან ანგარიშს წარუდგენს და უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს გააცნობს. 

ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს ყაზბეგის გამზირზე

ახალგაზრდა კაცის ცხედარი, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე წუხელ იპოვეს . "პირველს" აღნიშნული ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. 

ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წითელ ხიდთან ერთი პირი დააკავეს.

სამართლებრივი სტატისტიკის მონაცემებს შს სამინისტრო საქსტატს კვარტალურად აწვდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამართლებრივი სტატისტიკის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს კვარტალური პერიოდულობით აწვდის.

საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებობა ექნებათ

მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ, უმაღლესი განთლება დისტანციურად მიიღონ. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში ისაუბრა.

თბილისში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდენენ

ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გვიან ღამით თბილისში, თამარ მეფის გამზირზე. დაზარალებულს ცხვირი აქვს გატეხილი და ტრავმები აღენიშნება სახის არეში.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მესტიაში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მესტიაში 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მედდის დაღუპვის გამო

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, პარასკევს, მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად სამხედრო მედდის დაღუპვის გამო.

სამხედრო მანქანის მტკვარში გადავარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
ერთი ადამიანი დაიღუპა სამხედრო მანქანის მტკვარში გადავარდნის შედეგად. შემთხვევა მცხეთის შესასვლელთან პარასკევს მოხდა. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. 
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს 1980 წელს დაბადებული ე.ხ. თბილისში პარასკევს. 

არასრულწლოვანი და 21 წლამდე პატიმრებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება

არასრულწლოვანი და 21 წლამდე პატიმრებისთვისთვის ცალკე დაწესებულების მშენებლობა ევროკავშირის რეკომენდაციით განხორციელდება, განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში.

შსს საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტს ამზადებს

საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტის მომზადება იწყება, რომელსაც შს სამინისტრო მომავალ წელს წარადგენს, განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა, ხუთშაბათს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.

ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აღარ იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ოთარ კახიძე ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის ინტერესებს აღარ დაიცავს. კახიძემ "პირველს" აცნობა, რომ მერაბიშვილს სტრასბურგში მარტში პროფესორი ფილიპ ლიჩი დაიცავს.

ყოფილი დეპუტატის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს ინტერპოლი მოძებნის

ინტერპოლით გამოცხადდება ძებნა ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულზე, რომელიც მიმავალვაში იმყოფება, განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში.


ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება

ხურჩაში 19 მაისს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს ინტერპოლი წითელი ცირკულარით მოძებნის. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.

ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა სტრასბურგში მარტში დაიწყება

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის სარჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა მარტში დაიწყება. 

პროკურატურა ექსპრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას გამამტყუნებელ განაჩენს გადასინჯავს

პროკურატურის დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის: ცოტნე გამსახურდიას და გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. 

ქრთამის აღების ფაქტზე სუს-მა საჯარო მოხელე დააკავა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი 2000 ლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ამის შესახებ "პირველს" უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.