სამართალი

სუს-ის უფროსის მოადგილემ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე
ხოჯევანიშვილმა გახსნა.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა

სასამართლომ ლისის ტბის წყალსარგებლობის ლიცენზია 2024 წლამდე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ექსკლუზიურ უფლებად აღიარა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა და ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

შსს-მ სოფელ არბოშიკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 3 პირი: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს დაბადებული დ. ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ.

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.

 
ქიბარ ხალვაში: სტრასბურგის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი 2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა

"დღევანდელი გადაწყვეტილება, არა მხოლოდ ჩემი, არამედ "რუსთავი2"-ის ყველა გულშემატკივარის გამარჯვებაა", - ასე ეხმაურება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პაატა სალია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: წერტილი დაესვა სპეკულაციებს, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე

"დღეს, საბოლოოდ დაესვა წერტილი სპეკულაციებს იმის თაობაზე, იყო თუ არა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილები“ ,- ასე ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეროვნული და უცხოური ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე 23 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა.

პოლიციამ ქრთამის აღების ფაქტზე დაცული ტერიტორიების რეინჯერი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.

გადაიხედება თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმე, გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

გადაიხედება თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. 

დიღომში ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სიძის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ახალგაზრდა დააკავა

სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ 1996 წელს დაბადებული პირი დააკავა. 

შსს ძიუდოისტ ლაშა ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

ჟურნალისტისთვის შესაძლო მუქარასა და გამოძიებაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ "მთავარის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კორესპონდენტის ემა გოგოხიას მიმართ შესაძლო მუქარისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ღამის კლუბში ორი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

აბაშიძის ქუჩაზე, ღამის კლუბში მომხდარი დაპირისპირებისას ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლმ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერს წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.

რუსთაველის გამზირზე 2 ახალგაზრდა დაჭრეს

გამთენიისას თბილისში რუსთაველის გამზირე, ორი პირი დაჭრეს. 

სასულიერო პირები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს თავდებში უდეგბიან

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის პროცესი დაიწყო.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების ფაქტზე 11 პირის სასამართლო პრეცესი დღეს განიხილება

ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი მალე დამთავრდება, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვან მსხვერპლებს. სხდომაზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებას განიხილავს.

თბილისში ბინების გაქურდვის 24 ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს.