კატეგორიები

სამართალი

ბათუმის მოვლენების ფიგურანტები საქმეში საკუთარ ბრალეულობას არ აღიარებენ

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია ბრალდების მიერ წაყენებულ არგუმენტებს არ იზიარებენ და ერთწლიანი პატიმრობის საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ.

დღის მნიშვნელოვანი მოვლენები სასამართლოდან

14 ივლისს სამართალწარმოებაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები.

დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს.

ტელეკომპანია "თრიალეთში" ქურდობის მუხლით გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია "თრიალეთში" მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით აღძრა.

მეუფე იაკობი "ციანიდის საქმეზე" იკითხება

მეუფე იაკობი მკვლელობის მომზადების მცდელობაში ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმის სტატუსით იკითხება.

 

გათავისუფლებულ "ბახალას" ახლობლებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს

საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა", 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ახლობელბთან შეხვედრის ემოციურ კადრებს "პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან გვაწვდის.

 

პროკურორის განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს დეკანოზისთვის ციანიდი არ მოუთხოვია

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა დაზარალებულის სტატუსის დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ დეკანოზისთვის ციანიდი და გველის შხამი არ მოუთხოვია.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, გირაოს სანაცვლოდ, სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა", გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სამართალდამცველები 14 წლის ტყუბ ძმებს ეძებენ

სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ოჯახის წევრების მიერ შეტყობინება 14 წლის ტუპი ძმების დაკარგვასთან დაკავშირებით გუშინ მიიღეს.

შორენა თეთრუაშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა (კადრები სასამართლოდან)

პატრიარქის მდივან–რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა, რომელიც „ციანიდის საქმეზე“ დაზარალებულის სტატუსით 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იკითხებოდა, საქალაქო სასამართლოს შენობა უკომენტაროდ დატოვა.

მცირე ოდენობის კანაფის მოყვანა პატიმრობას აღარ გაითვალისწინებს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქეების - ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკის და ლაშა გაგიშვილის სარჩელები პარლამენტის წინააღმდეგ და მცირე ოდენობის კანაფის მოყვანა პატიმრობას აღარ გაითვალისწინებს.

მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქრთამის აღებისთვის დაკავებულ მერიის თანამშრომელ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოჯახსა და საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ქრთამის აღებისთვის დაკავებული მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის საქმეში ფარული აუდიო ჩანაწერებია

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის საქმეში ფარული აუდიო ჩანაწერებია. 

პროკურორის ინფორმაციით, მერიის ყოფილ თანამშრომელს 3 ათასი დოლარი მოპედის საყიდლად უნდოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე მოქალაქე ზვიად ჩიხლაძეს 3 ათას აშშ დოლარს მოპედის საყიდლად სთხოვდა.

ქრთამზე დაკავებული ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ოთარ აბესაძე ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება, რადგან საჯარო ის საჯარო მოხელე არ იყო.

მამა-შვილი სარწყავ არხში დაიხრჩო

ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის კაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილი ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

პატრიარქის მდივან-რეფერენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტი ე.წ. ციანიდის საქმეზე დაიკითხება. თეთრუაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პროკურორის ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზის შეკვეთილ სტატიებზე ისაუბრებენ

"ციანიდის საქმის" პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარე დღეს სასულიერო პირებს დაკითხვას, რომლებიც საპატრიარქოს თემებზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეკვეთილ სტატიებზე ისაუბრებენ.

მძღოლს, რომელმაც ქუთაისში დაშავებული მოქალაქე მიატოვა, პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით.