სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ბრალდებულს 5 წელი მიესაჯა

არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის ბრალდებულს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულმა ს.ჟ. სოციალური ქსელის მეშვეობით დაითანხმა, შიშველი ფოტოები გადაეღო და მერე ემუქრებოდა.

ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თელავის გზაზე გოლფის მარკის ავტომობილი რამდენჯერმე გადაბრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე. სოფელ ნასამხრალთან გოლფის მარკის ავტომობილი რამდენჯერმე ამობრუნდა.

შსს-მ მარნეულში 18 გრამი ნარკოტიკი ამოიღო, რომელიც 2 გრამზე მეტ ჰეროინს შეიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. 

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებული გ.რ. დამნაშავედ ცნო. 

დეკანოზის ადვოკატს გიორგი ფანცულაიას პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

თბილისის პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი გიორგი ფანცულაია დახურული სასამართლო პროცესიდან მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალის გამოა დაბარებული. ადვოკატი პროკურატურაში 13:00 საათზე უნდა მივიდეს.

ე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს

ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია პროკურატურაში დაიბარეს.

„ციანიდის საქმის“ ადვოკატი გიორგი ფანცულაია გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, ხვალ მივა

"ციანიდის საქმის" ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ის გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, ხვალ მივა, თუმცა, მიხეილ რამიშვილის მსგავსად, სასამართლო წესით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას მოითხოვს.

ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ადვოკატებმა "ციანიდის საქმეზე" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დამნაშავედ ცნო, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

დეკანოზის ადვოკატმა პროკურორის კითხვებს არ უპასუხა

ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურორს აინტერესებდა, როგორ გაჟღერდა დახურულის სხდომის დეტალები მედიაში, რაზეც, რამიშვილის თქმით, მან არ უპასუხა.

"ცენტრ პოინტის" საქმის დაზარალებულები პროკურატურაში მივიდნენ

"ცენტრ პოინტის" საქმის დაზარალებული ათობით ადამიანი ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფება და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. დაზარალებულებს აინტერესებთ, რა ეტაპზეა საქმე, რომელსაც პროკურატურა განიხილავს.

"ციანიდის საქმის" მსჯავრდებულის ადვოკატი პროკურატურაში გამოცხადდა

ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში გამოცხადდა. საგამოძიებო ორგანოში მისი დაბარების მიზეზი ე.წ. დახურული სხდომების მედიაში გავრცელება იყო.

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა უთხრა.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ და ჰეროინი ამოიღო

სამართალდამცველებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს.

პროკურატურა დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატს დაკითხავს

პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაკითხვაზე დაიბარეს.

რუსთავში 40 წლამდე კაცმა 12 წლის მოზარდზე იძალადა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში 12 წლის გოგოზე სადარბაზოში 40 წლამდე კაცმა იძალადა.

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დაკითხავს

პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაკითხვაზე დაიბარეს. პირველი, ვინც საგამოძიებო უწყების კითხვებს უპასუხებს, მიხეილ რამიშვილი იქნება. 

"ნაცმოძრაობის" აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დედაქალაქის მერიასთან "ნაცმოძრაობის" აქციაზე ინციდენტის შედეგად დაკავებულ 6 პირს ადმინისტრაციულ წესით ასამართლებდნენ, სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო.

ყოფილი პოლიტიკოსის კობა დავითაშვილის თქმით, მისი ცემის ბრძანება ექსპრეზიდენტმა გასცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის აქციებზე ყოფილი პოლიტიკოსის კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დავითაშვილის თქმით, ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეისვილმა გასცეს.