სამართალი

გია ცერცვაძის მიმართ საექსტრადიციო წარმოება უახლოეს პერიოდში დასრულდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო გია ცერცვაძე გაათავისუფლეს და მის მიმართ უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც.

გია ცერცვაძე გაათავისუფლეს

 უკრაინაში დაკავებული ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ცერცვაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. 

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე 3 ყოფილი პოლიციელი დააკავეს

ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე, პროკურატურამ 3 ყოფილი პოლიციელი დააკავა.

ქუთაისში შეიარაღებული პირები ინკასაციის მანქანას დაესხნენ თავს
ქუთაისში, ინკასაციის მანქანას ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს.  შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პროკურორის თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ გია ცერცვაძის ექსტრადიცია არ მოხდეს
პროკურორ ირაკლი ჩილინგარიშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველის გია ცერცვაძის ექსტრადიცია რუსეთში არ განხორციელდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "კაბელების საქმეზე" პროკურატურა გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს "კაბელების საქმის" გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ დღეს მიიღო.
ოლიმპიური კომიტეტი სასამართლოს განჩინების საპასუხოდ შესაბამის სარჩელს მოამზადებს
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი საქალაქო სასამართლოს განჩინების საპასუხოდ შესაბამის სარჩელს მოამზადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განუცხადა.
"კაბელების საქმეზე" სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატი გაასაჩივრებს

სასამართლოს მიერ "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანის პატიმრობაში დატოვებას ადვოკატი ლევან სამუშია გაასაჩივრებს.

ექსპრეზიდენტი ქართველი სამხედროს პატიმრობაში დატოვებას სამარცხვინოს უწოდებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის სააპელაციო სასამართლის მიერ ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვებას სამარცხვინოს უწოდებს.
"კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები საპატიმროს დაახლოებით ორ თვეში დატოვებენ
"კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებას დაახლოებით ორ თვეში დატოვებენ. სააპელაციო სასამართლომ საქმე გადააკვალიფიცირა, რის გამოც მათ სასჯელის მოხდის ვადა ორ თვეში ეწურებათ.
ქართველი სამხედროს ადვოკატი უკრაინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

ქართველი სამხედრო ოფიცრის ადვოკატი ქსენია პროკონოვა უკრაინის სააპელაციო სასამართლოს მიერ გია ცერცვაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვებით იმედგაცრუებულია.

"კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულები პატიმრობაში რჩებიან
"კაბელების საქმეზე" მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩება, თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ქართველი სამხედრო ოფიცერი კიევის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

სხვისი ქონების მითვისებაში ბრალდებული საავადმყოფოს დირექტორი გათავისუფლდა

დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების მითვისებაში ბრალდებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯემალ დუმბაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების შედეგი საბოლოოდ არ გაბათილებულა

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არ არის საბოლოო.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს თბილისში

შსს-ს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სახალხო დამცველმა თეა წულუკიანის განცხადებას ცილისწამება უწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიიცის მინისტრის განცხადებას, რომელმაც ომბუდსმენი ევროსასამართლოში ქართველ მოსამართლეთა კანდიდატურების სიის საწინააღმდეგოდ მუშაობაში დაადანაშაულა, ცილისწამება უწოდა.

ხულოს სკოლის საქმის მწარმოებელმა პედაგოგები სცემა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუბაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა პედაგოგებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "პირველს" ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტრომ დაუდასტურა.

სოსო რობაქიძის დაკავების ფაქტს შსს არ ადასტურებს
სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. ამის შესახებ "პირველს" უწყებიდან აცნობეს.