სამართალი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სავარაუდოდ, შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის კარალეთის ბაზის თანამშრომელი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.

მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ყაზბეგი" და "სადახლო-საავტომობილო" მებაჟე ოფიცრების მიერ, სომხეთის მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს  უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა.

სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

"სადახლო-საავტომობილო" საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ არადეკლარირებული სიგარეტის (2,200 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ადვოკატი ე.წ. ციანიდის საქმეზე ჩვენების გასაჯაროებას ითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ. ციანიდის საქმეზე სასულიერო პირის 33 ფურცლიანი ჩვენების გასაჯაროებას ითხოვს. ამის შესახებ ბრალდებულის უფლება დამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ექსკლუზივი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე "რუსთავი 2"-ის საქმეზე აზრთა სხვადასხვაობას ნორმალურად თვლის

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება.

დეპუტატის აზრით, ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის აზრით, ე.წ. ფარული მოსმენების ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი უწყების ხელმძღვანელთა კანდიდატებს პრემიერ-მინისტრს სუსი წარუდგენს, 3 მიმართულებით გაუმჯობესდა.

საპარლამენტო უმცირესობა მესამე სექტორთან ერთად მოსმენების კანონს სტრასბურგში გაასაჩივრებს

"ევროპული საქართველო" და მესამე სექტორი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ახალი სააგენტოს ხელმძღვანელს პრემიერს სუს–ი წარუდგენს, ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის ქონება აუქციონზე გაიყიდება

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ჩამოერთვა, აუქციონის წესით გაიყიდება, თანხა კი სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.

პროკურატურა დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 13 მარტს დაკითხავს

მკვლელობის მცდელობისათვის დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა ორშაბათს, 13 მარტს დაკითხავს. ამის შესეხაბ "პირველს" დაკავებულის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

რუსთავში გაზის გაჟონვას კაცი ემსხვერპლა

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვას კაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

მმართველი გუნდი ევროპარლამენტს "რუსთავი 2"-ის საქმეზე უახლოეს მომავალში პასუხს გასცემს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძეს აზით, ევროპარლამენტს "რუსთავი 2"-ის საქმეზე უახლოეს მომავალში კონკრეტული პასუხები გაეცემა. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ექსკლუზივი
ხურჩაში მოკლული ქართველის დედა შვილის მკვლელის მიმართ განაჩენის აღუსრულებლობით უკმაყოფილოა

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელის მიმართ ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღუსრულებლობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ "პირველს" ჯულიეტა ჭანტურიამ განუცხადა.

სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულს, მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადვოკატის თქმით, მტკიცება, რომ დეკანოზს ციანიდის შესაძენად ფული არ ჰქონდა, სიცრუეა

"ციანიდის საქმეზე" დაკავებული დეკანოზის ადვოკატი აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს დაკავების დროს 4500 ევრო და 500 დოლარი ჰქონდა თან, რაც ეჭვქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ დეკანოზს ციანიდის შესაძენად თანხა არ ჰქონდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.

პოლიციამ გამოძალვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს.

ადვოკატის თქმით, "ციანიდის საქმეზე" გავრცელებულ ჩანაწერში მოწმე კითხვებს განზრახ პროვოცირებს

მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულ დეკანოზის ადვოკატის განცხადებით, საქმის მოწმე გავრცელებულ ვიდეომასალაში კითხვებს განზრახ პროვოცირებს, რათა შემდეგ მასალა მტკიცებულების სახით პროკურატურას გადასცეს.

წმინდა სინოდი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებას ენდობა

საპატრიარქომ წმინდა სინოდმა განაჩენი გამოაქვეყნა, რომელშიც მკვლელობის მცდელობისათვის დაკავებულ დეკანიზ გიორგი მამალაძის შესახებაც არის საუბარი. განაჩენში აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებას ენდობა.

ქვათახევის მონასტრის მიმდებარე ტყეში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ქვათახევის მონასტრის მიმდებარე ტყეში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.