სამართალი

ელიავაზე ხანძრის ჩასაქრობად 30 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე მუშაობდა

ელიავაზე 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ბათუმის აეროპორტში გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს.

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო. 

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში 1994 წ. დაბადებული ს.ვ. დააკავეს.

ავარია თბილისში - დაშავებულია ერთი ბავშვი

თბილისში, თემქაზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. მოზარდს მოტეხილობა აღენიშნება. ის უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

 

ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

ქუთაისში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე სცემეს. ჟურნალისტის თქმით, მას მანქანა აედევნა და შუქნიშანზე როცა გაჩერდა, უცნობი კაცი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ხონში ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო

ხონში, ახალგაზრდა კაცმა გუშინ ღამით თავი ჩამოიხრჩო. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი OLAF-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია სუს-ის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს ჯოვანი კესლერს შეხვდა.

სოხუმში კაცი ჩაცხრილეს

ოკუპირებული სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობებისგან 1986 წელს დაბადებული დავით ჯინჯუა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა ავრცელებს. 

 

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან კაცი გადმოვარდა

რუსთავის მე-19 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

პროკურორებმა და გამომძიებლებმა კიბერდანაშაულის გამოძიების თემაზე ტრენინგი გაიარეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისა და სხვადასხვა უწყების გამომძიებლებისთვის კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულების თემაზე ტრენინგი ჩატარდა.

ბათუმში ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში, გარდაცვლილი ქალი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც აივანზე იყო წაქცეული, მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს მიმართეს. 

მთავარი პროკურორი ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს  ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს მთავარმა პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (OLAF) ხელმძღვანელს ჯოვანი კესლერს შეხვდა.

ბათუმის მოვლენების დროს დაკავებულთა ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის მოვლენების დროს დაკავებულთა ახლობლები საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

"საიამ" თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით "საიას" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა ქალაქის საქალაქო სასამართლოში ადგილობრივი თვითთმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სახელით სარჩელი შეიტანეს.

დეპუტატის განაცხადებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა არასწორ ინტერპრეტაციებს პასუხი გასცა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს სიტყვები "კომპრომისზე და პოზიციების დაახლოვებაზე ყველამ უნდა იზრუნოს" ნიშნავს, რომ მისი სიტყვები სწორად ვერ გაიგეს.

შს მინისტრის ბრძანებით უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი დამტკიცდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი დამტკიცდა.

შს მინისტრის ბრძანებით ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი დამტკიცდა

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, განისაზღვრა მართვის მოწმობებისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პირობები და პროცედურები, კერძოდ:

თელავში მსუბუქი მანქანა მრავალსართულიან სახლს შეეჯახა

თელავში, მსუბუქი მანქანა, რომელშიც 5 მოზარდი იმყოფებოდა, მრავალსართულიან სახლს შეეჯახა. 2 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა. 1998 წელს დაბადებული ე.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.