სამართალი

პოლიციამ 224 აბი "სუბუტექსი“ ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ნ. ბათუმში დააკავეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე, სამშაბათს. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
გარდაცვლილი 16 წლის გოგო იპოვეს საბურთალოზე
გარდაცვლილი იპოვეს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგო. "პირველს" მომხდარი ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. 
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის, სროლისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
გერმანიაში ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გერმანიის მიერ ცითელი ცირკულარით განზრახ მკველობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილ საქართველოს მოქალაქეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ის პოლიციამ თბილისში დააკავა.

პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა რუსთავის პოლიციამ. შსს-ს ინფორმაცით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. 


 
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ამის შესახებ ,,პირველს“ ზუგდიდის რაიონულმა საავადმყოფოს ექმმა ნინო მგალობლიშვილმა შაბათს აცნობა. 
საქართველოს პოლიციის მიერ დაკავებული ინტეროპლით ძებნილი ბრალს არ აღიარებს

წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, გერმანიაში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი და თბილისში დაკავებული გიორგი ჩხეიძე.


მშობლებისთვის თავების მოჭრის საქმე პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა

მშობლებისთვის თავების მოჭრის ფაქტზე წალენჯიხის რაიონის პოლიციამ საქმე ცხელ კვალზე გახსნა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული საავადმყოფოშია გადაყვანილი


წამებაში ბრალდებული ოთხი პირი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

წამებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული ოთხი პირი რუსთავიის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ "პირველს" პროკურატურიდან აცნობეს. 



ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი პირი თბილისში დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, პოლიციამ თბილისში დააკავა. 

ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკის უკანონო ტარებისთვის პოლიციამ სამი პირი დააკავა

სამი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში,მარჯანიშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით,18 ნოემბერს. 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო პოლიციამ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარფში 1 პირი დააკავეს.

სკოლის მასწავლებელი დირექტორს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი დარსევან ჩემია ამავე სკოლის დირექტორს მადონა თურქიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.


პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

"თელასის" დირექტორის, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობებში მსჯავრდებულების და კოდორში განვითარებული მოვლენებისას დაკავებული მსჯავრდებულის საქმეებს გადახედავს პროკურატურა.

უფასო რჩევა „თიბისი ბანკს“, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს - #ნუ წახვალთ იქ

ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახური თიბისი ბანკს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს უფასო რჩევას აძლევს - #ნუ წახვალთ იქ!

თხუთმეტი წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზად მშობლებთან კონფლიქტს ასახელებენ

15 წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზად, ოჯახრ უთანხმოებას ასახელებენ "პირველთან" საუბარში ზუგდიდელები. შემთხვევა ხუთშაბათს, ქალაქის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოხდა.

თხუთმეტი წლის გოგო ჩამომხვრჩალი იპოვეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე

15 წლის გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს ზუგდიდში ბოტრანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთშაბათს. 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს პოლიციამ და სუს-მა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს შსს-ს და სუს-ის წარმომადგენლებმა ირანის მოქალაქე ჰ.ქ. თბილისში დააკავეს.  
"პატრიოტთა ალიანსის" საკონსტიტუციო სარჩელი მანდატებთან დაკავშირებით მიღებულია განსახილველად

მანდატების გადანაწილების შესახებ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “პატრიოტთა ალიანსის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 16 ნოემბერს, არსებითად განსახილველად მიიღო.