სამართალი

ბათუმში 50 წლამდე ასაკის კაცი გარდაცლილი იპოვეს

ბათუმში, ბენზეს დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსში 50 წლამდე ასაკის კაცი გარდავლილი იპოვეს.

ეკა ბესელია სასამართლოს ალეკო ელისაშვილისთვის 20 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას სთხოვს

საქალაქო სასამართლომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარის ეკა ბესელიას მიერ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო.

 

სარეცხი საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა.

ქურდობის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

1995 წელს დაბადებული ი.პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1961 და 1984 წელს დაბადებულები ი.მ. და ვ.გ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სექსუალური უმცირესობის წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან

ჩხოროწყუში სექსუალური უმცირესობის წევრს გიორგი პისკუნოვს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.

შსს გვარამიასა და ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტს იძიებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

პროკურატურა მოსამართეებზე შესაძლო ზეწოლაზე დაწყებული გამოძიების დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებს

პროკურატურა მოსამართლეებზე ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ დამატებით ინფორმაციას მაშინ გაავრცელებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. 

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მანანა კობახიძეს უსმენს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მანანა კობახიძეს უსმენენ.

დეპუტატი მოსამართლეების შესაძლო ზეწოლაში სუს-ის ფიგურირებას უარყოფს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესაძლო ზეწოლაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობას უარყოფს.

ტრანსგენდერის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ტრანსგენდერ ზიზი შეყელაძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გ. მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზუგდიდში ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს. შს სამინისტრომ ფაქტი "პირველთან" საუბარში დაადასტურა. 

"ახვლედიანმა გვარამიასგან 6 მლნ მიიღო- ნაწილი ოფშორულ ზონაში და ნაწილი უძრავი ქონების სახით"

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სახელი საქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიც ფიგურირებს.

ადეიშვილი და გვარამია მოსამართლეებისთვის ქრთამის სახით სამი მილიონის მიცემაზე საუბრობენ

უკრაინული გამოცემა "უკრაინული რევოლუცია" საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს.

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

1972 წელს დაბადებული მ. მ., 1980 წელს დაბადებული მ.ტ., და 1969 წელს დაბადებული ლ.კ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მანანა კობახიძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მანანა კობახიძეს მოუსმენენ.

ციხისძირში გამართულ საპროტესტო აქციაზე „ნაცმოძრაობის“ 2 წევრი დააკავეს

ციხისძირში გამართულ აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს "ნაცმოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს "ნაცმოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე ბონდო თედორაძე პოლიციამ დააკავა.

სასამართლომ ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულ 7 პირს ჯარიმა შუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულმა შვიდმა პირმა ბრალი აღიარა, რის შემდეგაც სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით ჯარიმა შეუფარდა.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ჭითახევის მონაკვეთზე ნაკრძალის უფროსმა დაჭრილი შველი დღეს იპოვა.

რუსთაველზე მომხდარი ავტოავარიის გამო დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა

რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის გამო ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძეს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.