სამართალი

გია ცერცვაძემ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ, რომელიც საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

ბათუმში სახლში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, სახლში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, დედა-შვილი გაიყინა.

ექსკლუზივი
ტელეფონებზე უნებართვო SMS შეტყობინების გაგზავნის გამო მსხვილი კომპანიები დააჯარიმეს

 

 

მობილურ ტელეფონებსა და ელექტრონულ ფოსტაზე უნებართვო სარეკლამო შეტყობინებების კანონდარღვევით გაგზავნის გამო, საქართველოში მოქმედი მსხვილი და ცნობილი კომპანიები დააჯარიმეს.

დეპუტატისათვის პიჯაკის შემოხევის საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა

დეპუტატისათვის პიჯაკის შემოხევის საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბოლო პროცესი გაიმართა.

საგამოძიებო სამსახურმა 21 აფთიაქში მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად 21 აფთიაქში მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი გამოავლინა. 

ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სტრასბურგის მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი ღია წერილს აქვეყნებს

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის მიზეზებზე მოსამართლეობის კანდიდატი ევა გოცირიძე წერილს აქვეყნებს.

თბილისში მანქანა გადაბრუნდა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ავტომობილი ამოტრიალდა. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა შსს-მ
შსს-მ გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.
"კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულთა ადვოკატი საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აპირებს

"კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულთა ადვოკატი ლევან სამუშია, დადებითად აფასებს პრეზიდენტის შეწყალების აქტს, მაგრამ აანონსებს, რომ საბოლოო სიმართლის დასადგენად საქმის სტარსბურგში გასაჩივრების მომხრეა.

საპოლიციო კონტროლისას სისხლის სამართლის 57 ფაქტი გამოვლინდა

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 883 ფაქტი.

„კაბელების საქმის“ ფიგურანტებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

„კაბელების საქმეში“ მსჯავრდებულმა ხუთივე პირმა საპატიმრო დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე დატოვა.

"კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე ბრალდებულები, სავარაუდოდ, შიმშილობას შეწყვეტენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სავარაუდოდ შიმშილობას შეწყვეტენ. ამის შესახებ "პირველს" სახალხო დამცველმა განუცხადა.


საქართველოს საბაჟო კონტრაბანდას ეფექტურად და კონტროლის გამკაცრებით აღკვეთს

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, 27 იანვარს საბაჟო გამშვებ-პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული საქონელი - 7200 ღერი სიგარეტი (360 კოლოფი) გამოვლინდა.

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოავარიაზე ბრალეულობის საკითხი ექსპერტიზის შემდეგ დადგება

რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფარგლებში ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 4 პირის საქმეებს გადასინჯავს

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, უკანონოდ გასამართლებული 4 მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
თელავის რაიონის სოფელ კახიფარში ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მასში მყოფი ორმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. განსაკუთრებით მძიმეა მძღოლის მდგომარეობა. 
სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა
თბილისი-ქუთაისის სამგზავრო მიკროავტობუსი სოფელ შროშასთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
სუს-ის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. 
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გია ცერცვაძის რუსეთში ექსტრადაცია არ მოხდება
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა გია ცერცვაძის რუსეთში ექსტრადაცია არ მოხდეს. ის იმედოვნებს, რომ მალე ეს საქმე ძალიან კარგად დამთავრდება.